კლოპი: "ამბობენ, რომ მე და ზიდანს ტაქტიკის არაფერი გაგვეგება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლოპი: "ამბობენ, რომ მე და ზიდანს ტაქტიკის არაფერი გაგვეგება"


კლოპი:

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მის და ზინედინ ზიდანის კრიტიკოსებს უპასუხა.

"ბევრი ფიქრობს, რომ ზინედინ ზიდანს ტაქტიკის ბევრი არაფერი გაეგება და ზუსტად იგივეს ფიქრობენ ჩემზეც. ძალიან სასაცილო იქნება: ფინალში ხვდება ორი მწვრთნელი, რომელთაც ტაქტიკის არაფერი გაეგებათ. რა უნდა ითქვას თანამედროვე ფეხბურთზე?

ვფიქრობ, ზიდანი ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში შედის. ახლა კი უკვე 2 წელიწად-ნახევარია, რაც "რეალს" ხელმძღვანელობს და შესაძლოა მესამე ჩემპიონთა ლიგა მოიგოს.

ასეთი რამ არცერთ მწვრთნელს არ გაუკეთებია, ის უბრალოდ ფანტასტიკურია", - განაცხადა იურგენმა.

ასევე იხილეთ:

ოფიციალურად: არგენტინის ნაკრებს მუნდიალისთვის ფეხბურთელი გამოაკლდა

რონალდუ: "კარგი იქნებოდა, ფინალში არა ლივერპული, არამედ ეს გუნდი შეგვხვედროდა"

"ნეიმარი რეალში?" - რონალდუმ კომენტარი გააკეთა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები