ჰენდერსონი: "უნდა გვახსოვდეს, რომ არაფერი მოგვიგია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰენდერსონი: "უნდა გვახსოვდეს, რომ არაფერი მოგვიგია!"


ჰენდერსონი:

"ლივერპულის" კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ჯორდან ჰენდერსონმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ საკუთარ გუნდს მოტივაცია მისცა.

"ჩვენ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია. კარგად უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია!

დიახ, რა თქმა უნდა, რომში გამართული მატჩის შემდეგ დიდი ზეიმი გვქონდა, მაგრამ ამის შემდეგ ეგრევე მომდევნო მატჩზე ვიყავით კონცენტრირებულნი.

იმედი გვაქვს, რომ კიევში ზეიმის კიდევ უფრო დიდი საბაბი გვექნება", - განაცხადა 27 წლის ინგლისელმა.

მერსესაიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 11 წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა და დღეს კიევში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:

ოფიციალურად: არგენტინის ნაკრებს მუნდიალისთვის ფეხბურთელი გამოაკლდა

რონალდუ: "კარგი იქნებოდა, ფინალში არა ლივერპული, არამედ ეს გუნდი შეგვხვედროდა"

"ნეიმარი რეალში?" - რონალდუმ კომენტარი გააკეთა
ასევე იხილეთ თემაზე:
ლივერპული ჯორდან ჰენდერსონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები