ტიაგომ ბაიერნიდან წასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტიაგომ ბაიერნიდან წასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა


ტიაგომ ბაიერნიდან წასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ, გუნდის შესაძლო დატოვებაზე ისაუბრა.

"დავტოვებ თუ არა მიუნხენურ გრანდს? არ ვიცი, ვნახოთ. "ბაიერნთან" კონტრაქტი გასულ წელს გავახანგრძლივე, მაგრამ მდგომარეობა საკმაოდ ჩახლართულია. ფეხბურთი საკმაოდ რთული სპორტია.

ახლა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატით მინდა დატკბობა და სხვა არაფერზე ვფიქრობ. ეს ზაფხული მხოლოდ ესპანეთის ნაკრებს უკავშირდება", - აღნიშნა ტიაგომ.

ბოლო ინფორმაციით, ტიაგოს მშობლიურ "ბარსელონაში" სურს დაბრუნება და თავად "ბაიერნიც" მზად არის ალკანტარა დათმოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები