"კარიუსს სჭირდება მხარდაჭერა, ლივერპულს კი ახალი მეკარე," - რა დაემართა ფინალის ანტი-გმირს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"კარიუსს სჭირდება მხარდაჭერა, ლივერპულს კი ახალი მეკარე," - რა დაემართა ფინალის ანტი-გმირს?



ჩაგდებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ფეხბურთის ლეგენდებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს "ლივერპულის" მეკარეს ლორის კარიუსს, თუმცა "წითლების" ხელმძღვანელობა უკვე შეუდგა ახალი კარის დარაჯის ძიებას.

მადრიდის "რეალთან" მატჩის წინ, გამოჩენილი "მერსისაიდელი" ბრიუს გრობელარი იძახდა: "უახლოეს წლებში კარიუსი გახდება პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კიპერი. მისი სატრანსფერო ფასი შეადგენდა მხოლოდ 4 მილიონ ევროს, დღეს ეს ციფრი არნახულად გაიზრდება,"

"კარიუსს სჭირდება მხარდაჭერა, ლივერპულს კი ახალი მეკარე," - რა დაემართა ფინალის ანტი-გმირს?

გრობელარის პროგნოზი არ ახდა, გერმანელი მეკარის მიერ დაშვებული შეცდომების შემხედვარე საეჭვოა, რომ "ლივერპულმა" მისი სარფიანად გასხვისება შეძლოს. გავიხსენოთ თუ როგორ დააზარალა ლორისმა თავისი გუნდი.

ბურთის ხელში აღების შემდეგ, კარიუსს მიზნად ჰქონდა სწრაფი შეტევის წამოწყება, თუმცა გერმანელი იმდენად ჩქარობდა, რომ გადაცემის გაკეთების ნაცვლად მან კარიმ ბენზემას გამოწეულ ფეხს გაარტყა ბურთი, რომელიც შემდეგ კარებში შეგორდა.

კარიმ ბენზემას გოლი



მეორე შემთხვევის დროს ლორისი ვერ გაუმკლავდა გარეტ ბეილის ყუმბარისებულ დარტყმას. მართალია ბურთი პირდაპირ "ლივერპულის" მეკარის ხელებში წავიდა, თუმცა კარიუსმა ვერ მოახერხა მისი გაქვავება, რის შედეგადაც ბურთმა ხელთათმანებიდან პირდაპირ კარის ბადეში გადაინაცვლა.

გარეტ ბეილის გოლი



მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ლეგენდარული კიპერი ოლივერ კანი ფინალის შემდეგ გაოგნებული იყო: "სიტყვები არ მყოფნის ამ ყველაფრის ასაღწერად. არც მახსენდება ფინალში დაშვებული მსგავსი უხეში შეცდომები. ესეთი ინციდენტები ანგრევს მეკარის კარიერას,"

სტაჟიანმა გულშემატკივრებმა კარიუსი შეადარეს ბრაზილიის ნაკრების ყოფილ კარის დარაჯს მოასირ ბარბოსას, რომლის შეცდომის გამო "სელესაო" დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ურუგვაისთან.

"კარიუსს სჭირდება მხარდაჭერა, ლივერპულს კი ახალი მეკარე," - რა დაემართა ფინალის ანტი-გმირს?

იმ მატჩის შემდეგ, ბარბოსა მთელი ცხოვრება იტანჯებოდა, რაც მის კარიერაზეც აისახა. მოასირის სიკვდილის შემდეგ ლეგენდარულმა ზიზინიომ განაცხადა, რომ ბარბოსას გაუბედურებაში ბრალი მიუძღვოდა პრესას, რომელმაც სამუდამოდ შერაცხა ბრაზილიელი მეკარე ერთგვარ ერის მტრად.

აშკარაა, რომ კარიუსი მხარდაჭერას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანელი სწორედ მოასირის ბედს გაიზიარებს. "ადამიანური თვალსაზრისით ლორისი ძალიან მებრალება. ის არაფერს აპირებდა განზრახ, თუმცა მისი შეცდომების გამო "ლივერპულმა" ფინალი წააგო," - ფრენკ ლამპარდი.

"კარიუსს სჭირდება მხარდაჭერა, ლივერპულს კი ახალი მეკარე," - რა დაემართა ფინალის ანტი-გმირს?

კომენტარის გაკეთებისგან თავის შეკავება სტივენ ჯერარდმაც ვერ მოახერხა: "სამწუხაროა, რომ ორი შეცდომის საფასური ესეთი ძვირი გამოდგა. კარიუსის არადამაჯერებელმა თამაშმა ბეილის ულამაზესი გოლიც კი დაჩრდილა,"

გარეტ ბეილის ულამაზესი მაკრატელა



აშკარაა, რომ ფინალის შემდეგ გერმანელი მეკარის კარიერა ორ ეტაპად გაიყოფა. პირველი ნაწილი იქნება ის თუ ვინ იყო ლორისი "რეალთან"დაპირისპირებამდე - პერსპექტიული კიპერი, რომელსაც ყველაზე მეტი მშრალი მატჩი (16) ჰქონდა მიმდინარე სეზონში. ცნობისთვის, მოზარდობის პერიოდში კარიუსი "მანჩესტერ სიტის" აკადემიაში ირიცხებოდა.

"კარიუსს სჭირდება მხარდაჭერა, ლივერპულს კი ახალი მეკარე," - რა დაემართა ფინალის ანტი-გმირს?

მეორე ნაწილი, ანუ ფინალის შემდგომი კარიერა მთლიანად იქნება კიევური საღამოს ექო. წარმოუდგენელია თუ რა უნდა გააკეთოს გერმანელმა იმისთვის, რომ საფეხბურთო სამყაროს მისი შეცდომები დაავიწყდეს.

გულშემატკივრების თვალში კარიუსი ყოველთვის დარჩება იმ მეკარედ, რომელმაც ორი გოლი აჩუქა "რეალს". ეს კი პირდაპირი გზაა დეპრესიამდე და დაღმასვლამდე. დიახ, სწორედ მის გამო წააგო "ლივერპულმა" ფინალი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლორისი პირველ რიგში ადამიანია, უშეცდომო კი არავინ არის.

"კარიუსს სჭირდება მხარდაჭერა, ლივერპულს კი ახალი მეკარე," - რა დაემართა ფინალის ანტი-გმირს?

ნებისმიერი ჩვენთაგანი იმსახურებს მეორე შანსს და ეს ცხოვრების კანონზომიერებაა. კარიუსს აუცილებლად ექნება კარიერის რეანიმირების შესაძლებლობა, დიდი ალბათობით უკვე სხვა გუნდში, მაგრამ მაინც ექნება. მთავარია ნებისყოფა, სტიმული, საჭირო ხალხის მხარდაჭერა და ცოტა ოდენი იღბალიც.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები