ეროვნული ლიგა - მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ეროვნული ლიგა - მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით


ეროვნული ლიგა - მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში "ტორპედოსა" და "დინამო თბილისს" შორის შედგა და ფრედ 1:1 დასრულდა.

ამ შეხვედრიდან, ჩვენს სიმბოლურ გუნდში 3 ფეხბურთელი მოხვდა - 2 "დინამოდან", 1 კი "ტორპედოდან"

GOAL.GE ეროვნული ლიგის მე-13 ტურის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს გთავაზობთ.

დემეტრე ბულისკერია (დინამო): თბილისური კლუბის ახალგაზრდა მეკარე სიმბოლურ გუნდში მეორედ ხვდება. "ტორპედოსთან" მან მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა გუნდი გაშვებულ გოლს რამდენჯერმე გადაარჩინა.

დავით უბილავა (ლოკომოტივი): ბოლო პერიოდში, უბილავა საოცარ ფორმაში შევიდა. "ჩიხურასთან" მოგება კი მეტწილად მისი დამსახურებაა. უბილავა გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ვაკო ბაჩიაშვილი (სამტრედია): მარცხენა ფლანგზე ბაჩიაშვილი "კოლხეთთან" კარგად გამოიყურებოდა. მან ულამაზესი გოლიც გაიტანა, საბოლოოდ მატჩი 2:2 დასრულდა.

ლუკა ლოჩოშვილი (დინამო): ბულისკერიასთან ერთად გამორჩეული ლოჩოშვილიც იყო. "დინამოს" ახალგაზრდა მცველი შეტევებში იშვიათად ერთვებოდა, თუმცა დაცვაში საკმაოდ დამაჯერებელი იყო.

ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო): ქუთაისური კლუბის რიგებში საუკეთესო ჭიჭინაძე იყო. მეორე ტაიმში, "დინამო" უპირატესობას დაეუფლა და უტევდა, დაცვის ხაზში კი ჭიჭინაძე უშეცდომო იყო.

გიორგი გაბაძე (ლოკომოტივი): გამოცდილი მარჯვენა მცველი "ჩიხურასთან" გაუვალი იყო. საჩხერელთა სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები გაბაძემ გააჩერა.

გიორგი ახალაძე (სამტრედია): ახალაძემ თამაში საყრდენ ნახევარმცველად დაიწყო, თუმცა ფატიჩის გაძევების შემდეგ, დაცვითი ფუნქციები შეითავსა და ეს ყველაფერი იდეალურად გამოუვიდა.

ლუკა იმნაძე (კოლხეთი): სამტრედიასთან გამართულ შეხვედრაში იმნაძე თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემა და გოლია.

გიორგი გაფრინდაშვილი (სიონი): ბოლნისელთა რიგებში კარგი მატჩი გაფრინდაშვილმა ჩაატარა, რომელიც შეტევაში საკმაოდ აქტიური იყო და ერთ-ერთ ეპიზოდში, პენალტიც მან მოიპოვა.

რიბეირო (დილა): "დილას" ლეგიონერის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა უკვე გასაკვირი არაა. რიბეირომ ეროვნულ ლიგაში კვლავ გამორჩეული იყო და რა თქმა უნდა, გოლიც გაიტანა.

დავით ჯიქია (ლოკომოტივი): ჯიქიამ "ლოკომოტივთან" შეუცვლელად ითამაშა, მთელი მატჩის განმავლობაში, შავ სამუშაოს ასრულებდა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე კი გოლიც გაიტანა და ყველაფერი დაასრულა.

ეროვნული ლიგა - მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით
ეროვნული ლიგა - მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები