ცრემლებით სავსე მატჩი - როგორ შედგა რეალის მე-13 ტრიუმფი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ცრემლებით სავსე მატჩი - როგორ შედგა რეალის მე-13 ტრიუმფი?


ცრემლებით სავსე მატჩი - როგორ შედგა რეალის მე-13 ტრიუმფი?

წლევანდელი სეზონი ხმაურიანად დასრულდა. მადრიდის "რეალმა" მოიგო ზედიზედ მე-3, 5 წელიწადში მე-4 და თავის ისტორიაში მე-13 ჩემპიონთა ლიგის თასი. "სამეფო კლუბი" კვლავ ევროპის მწვერვალზეა, უფრო სწორედ "ბლანკოსი" არც ჩამოსულა იქიდან. გავიხსენოთ და განვიხილოთ ცრემლებით სავსე კიევური საღამო.

ცრემლებით სავსე მატჩი - როგორ შედგა რეალის მე-13 ტრიუმფი?

შემადგენლობები

ზიდანს და კლოპს სასტარტო თერთმეტეულის დაყენების მხრივ სიურპრიზები არ შემოუთავაზებიათ. "ლივერპულის" სათადარიგოთა სკამის შემხედვარე გერმანელს ფიზიკურად არ შეეძლო ამის გაკეთება, ფრანგმა კი უბრალოდ ვერ გარისკა ზედიზედ მეორე ფინალში იგივე შემადგენლობის გამოყვანა.

ცრემლებით სავსე მატჩი - როგორ შედგა რეალის მე-13 ტრიუმფი?

ზიდანის გეგმა

"რეალი" ზიზუს ხელში თითქმის ყოველთვის ფრთხილობს. იშვიათია, როდესაც "სამეფო კლუბი" პირველივე წუთებიდან ცდილობს მეტოქის გამოკეტვას თავის საჯარიმოში. შარშანდელი ფინალის დროს "ბლანკოსი" თავიდან აგრეთვე თამაშობდა მეორე ნომრად და მხოლოდ მე-15 წუთის შემდეგ დაბინავდა ჯანლუიჯი ბუფონის კართან.

წელს მადრიდელები ორმაგი სიფრთხილით მოეკიდნენ სეზონის მთავარ მატჩს, რადგან მათი მეტოქე იყო სუპერ-შემტევი და სწრაფი "ლივერპული". ნათელი იყო, რომ კლოპი არ გადაუხვევდა თავის პრინციპებს და პირველივე წუთებიდან შეეცდებოდა გოლის გატანას, გერმანელს სხვანაირად არც შეუძლია.

ცრემლებით სავსე მატჩი - როგორ შედგა რეალის მე-13 ტრიუმფი?

ზიდანის სქემაში განსაკუთრებული როლი ეკავა ისკოს. ესპანელ ფლეიმეიქერს ერთბაშად რამდენიმე ფუნქციის შესრულება უწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ალარკონი ფორვარდების უკან იყო განლაგებული, ის რეალურად მოედნის სიღრმეში თამაშობდა და ხშირად მცველებსაც კი ეხმარებოდა.

"ლივერპულის" კონტრ-შეტევების დროს ისკო საკუთარი საჯარიმოსკენ იწევდა. სწორედ მას ჰქონდა დავალებული "წითლების" პრესინგის ჩახშობა და ბურთის დაჭერა, შემდეგ კი მოკლე პასით მეტოქის ნახევარზე გადასვლა.

ცრემლებით სავსე მატჩი - როგორ შედგა რეალის მე-13 ტრიუმფი?

დაცვითი ფუნქციებით დატვირთული იყო მარსელოც. დიახ, ბრაზილიელი ისედაც მცველია, თუმცა "ლივერპულთან" თამაშის დროს ზიდანმა დაავიწყა მას შეტევაში ჩართვები, ყოველ შემთხვევაში პირველ 25 წუთში. სწორედ ამ პერიოდში დომინირებდა "ლივერპული". აშკარა იყო, რომ ზიდანს თავისი მთავარი კოზირები მეორე ტაიმისთვის ჰქონდა შემონახული.

მატჩის მსვლელობა

შეხვედრის სტარტზე "წითლები" შეუჩერებელნი იყვნენ. კლოპის გუნდი მოქმედებდა თავისუფლად, გაბედულად, ისე თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყოფილიყო პრემიერ ლიგის რიგითი შეხვედრა პირობით "ვესტ ჰემთან". შემდეგ კი მოხდა მატჩის მთავარი დრამა.

სერხიო რამოსთან ბრძოლის დროს ტრავმა მიიღი "ლივერპულის" საუკეთესო ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა. გვერდზე გადავდოთ უკვე ისედაც მობეზრებული აგრესია და სინანული, მივყვეთ უბრალოდ თამაშის მიმდინარეობას.

რამოსისა და სალაჰის ეპიზოდი



ფაქტია, რომ მოს მოედნიდან გასვლის შემდეგ "რეალმა" ამოისუნთქა. მადრიდელებს ყველაზე მეტად სწორედ სალაჰის ეშინოდათ, მისი არყოფნით კი "სამეფო კლუბს" მოეხსნა ერთგვარი ჯაჭვი, რომელშიც შემდეგ უკვე "ლივერპული" გაება. "ბლანკოსი" დაეუფლა ინიციატივას და პრინციპში მატჩის ბოლომდე აღარც გაუშვია ხელიდან.

ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა კარიმ ბენზემამ. ფრანგი მუდამ იხსნებოდა გადაცემებისთვის და მთლიანად ჩართული იყო შეტევის მექანიზმში. "რეალის" ცხრიანი იმსახურებდა თავის გოლს და მან საწადელს მიაღწია, მართალია კურიოზულ სიტუაციაში, მაგრამ მაინც.

ბენზემას გოლი



ანგარიშის გახსნის შემდეგ, "სამეფო კლუბი" ოდნავ მოდუნდა, "ლივერპულმა" კი ამით ისარგებლა. სადიო მანეს გოლით შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ "წითლები" როგორც იქნა გამოვიდნენ სალაჰის დაკარგვით განპირობებული შოკიდან.

ყველას ეგონა, რომ "მერსისაიდელები" აღარ ითამაშებდნენ ისე, თითქოს კაცნაკლულნი ყოფილიყვნენ და წინ დრამატული ბრძოლა გველოდებოდა, მაგრამ ზიდანის მიერ 100%-ით გამოცნობილმა ცვლილებამ და ლორის კარიუსის გათამაშებულმა მორიგმა ტრაგიკომედიამ დაასამარა მატჩის ინტრიგა.

მანეს გოლი



გარეტ ბეილს ძალიან მძიმე წელი გამოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ უელსელს ამ სეზონში 21 გოლი დაუგროვდა, მას მაინც ასწორებდნენ მიწასთან. "რეალის" გულშემატკივრები მის გაშვებას ითხოვდნენ, ნეიტრალური ფანები კი მის ტრანსფერს წარუმატებელს ეძახდნენ.

მარაზმის აპოთეოზი იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგების პოზიცია, თურმე მათთაც კი აღარ უნდოდათ ბეილის ხილვა თავის გუნდში, ალბათ მარსიალი ჯობია. უელსელმა დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის შემსრულებელია და იმედია, რომ კიევური ფინალის შემდეგ უიღბლო პერიოდი საბოლოოდ დასრულდა.

ბეილის დუბლი



გარეტის ულამაზესი მაკრატელა გამოდგა იმ ცრემლებით სავსე საღამოს მშვენება. მეორე გატანილი გოლით კი ბეილმა რეკორდის დამყარებაც მოახერხა - უელსელი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც დუბლი შეასრულა ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ (რონალდუ ჩაფიქრდა).

ლივერპული

არ არის საიდუმლო, რომ "ლივერპულის" ყველაზე დიდი და ერთადერთი იარაღი "რეალის" წინააღმდეგ იყო "წითლების" შემტევი ტრიო სალაჰის მეთაურობით. დიახ, "მერსისაიდელებს" სხვა პოზიციებზეც ჰყავდათ კარგი მოთამაშეები, თუმცა მათი შედარება მადრიდელთა შემადგენლობასთან სასაცილოა.

სალაჰის გასვლის შემდეგ, "ლივერპული" დემორალიზებული იყო. ერთადერთი "მერსისაიდელი", რომელმაც არ გამოიმწყვდია თავი ფსიქოლოგიურ გალიაში იყო მანე. სენეგალელი რომ არა, გულშემატკივრები დრამატული ფინალის ნაცვლად იხილავდნენ ეზოს ცალ-კარას "წითლების" კარში.

ცრემლებით სავსე მატჩი - როგორ შედგა რეალის მე-13 ტრიუმფი?

რა თქმა უნდა კლოპი ოვაციებს იმსახურებს "ენფილდზე" გაწეული მუშაობის გამო, თუმცა "რეალთან" მარცხი სწორედ მისი ბრალია. გერმანელმა ვერ შეძლო შეგირდების სათანადოდ მოტივირება სალაჰის ტრავმის შემდეგ. არადა "ლივერპული" ხომ ის გუნდია, რომელმაც თავის დროზე 0:3-ის შემდეგ მოახდინა ქამბექი მსგავს პრინციპულ შეხვედრაში.

დიახ, კარიუსის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა ესეთ დროს მწვრთნელი ან კაპიტანი იმისთვის არსებობს, რომ კვლავ შეძლოს ფსიქოლოგიურად განადგურებული ფეხბურთელის გულში ცეცხლის ანთება. მითუმეტეს "ლივერპული" არ დარჩენილა კაცნაკლული და არც მსაჯს დაუჩაგრია კლოპის გუნდი.

ცრემლებით სავსე მატჩი - როგორ შედგა რეალის მე-13 ტრიუმფი?

რეალი

წლევანდელი "რეალი" - 100%-ით სათასო კოლექტივია. მადრიდელები ყოველ მატჩში აკეთებდნენ ზუსტად იმდენს, რამდენიც მოსაგებად იყო საჭირო. კიევში "სამეფო კლუბს" არ უჩვენებია რაიმე განსაკუთრებული, ზიდანის შეგირდებმა უბრალოდ ჩვეულ სტილში შეასრულეს სამსახური.

ისეთი შეგრძნება იყო, რომ მეორე ტაიმში "ბლანკოსს" არ დაუჩაგრია მეტოქე, "ლივერპული" თავად დანებდა, ამ ყველაფერს კი კარიუსის შეცდომები დაემატა. იგივე შარშანდელ ფინალში "რეალი" ბევრად უფრო ცივსისხლიანად თამაშობდა "იუვენტუსის" წინააღმდეგ, ვიდრე წელს "მერსისაიდელებთან".

ცრემლებით სავსე მატჩი - როგორ შედგა რეალის მე-13 ტრიუმფი?

რონალდუ

რონალდუს გოლი რომ გაეტანა ის მორიგ რეკორდს დაამყარებდა - პორტუგალიელი გახდებოდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ ფინალში ექნებოდა მეტოქის კარი აღებული. როგორც ჩანს კრიშტიანუმ სხვა დროისთის შემოინახა ეს ბედნიერება.

"რეალის" შვიდიანს არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, მაგრამ ის ვინც იძახის, რომ რონალდუმ ფინალი ჩააგდო, მწარედ ცდება. პორტუგალიელმა მადრიდელთა 3 გოლიდან ორში მიიღო აქტიური მონაწილეობა. გადაავლეთ თვალი კიდევ ერთხელ მატჩის მიმოხილვას და თავად მიხვდებით.

ცრემლებით სავსე მატჩი - როგორ შედგა რეალის მე-13 ტრიუმფი?

შეიძლება ითქვას, რომ კრიშტიანუმ გუნდისთვის ითამაშა და არა პერსონალური რეკორდებისთვის. სამწუხაროა, რომ სეზონის გადამწყვეტ მატჩში ჩვენ ვერ ვიხილეთ რონალდუ-სალაჰის სრულფასოვანი დუელი.

ბეილი

უდიდესი ალბათობით ეს იყო ბეილის ბოლო მატჩი "რეალის" მაისურით. მეორე ტაიმში ბობოქრობდა სწორედ ის "უელსელი დრაკონი", რომელიც 2013-2016 წლებში ანადგურებდა მეტოქეებს. ულამაზესი მაკრატელა კი მადრიდული კარიერის ღირსეული დასასრულია.

ცრემლებით სავსე მატჩი - როგორ შედგა რეალის მე-13 ტრიუმფი?

2014 წლის ფინალი ყველასთვის ასოცირდება რამოსის თავურთან, თუმცა ბევრს შეიძლება არც ახსოვდეს, რომ გამარჯვების გოლი გაიტანა სწორედ ბეილმა. წელს უელსელის მიღწევა უკვე ვეღარავინ დაჩრდილა. რა თქმა უნდა ფინალის საუკეთესო მოთამაშის წოდება სწორედ გარეტს მიენიჭა.

რამოსი

"რეალის" კაპიტანს წყევლის ყველა, ვისაც არ ეზარება, თუმცა აგრესია გვერდზე რომ გადავდოთ, რამოსმა უშეცდომოდ ჩაატარა ფინალი და მოედანზე როგორც ნამდვილი ლიდერი, ისე გაუძღვა წინ გუნდს. ბოლოს და ბოლოს სერხიომ ხომ მეტოქის საუკეთესო ფეხბურთელი გამოთიშა თამაშს, ეს ხუმრობით.

ცრემლებით სავსე მატჩი - როგორ შედგა რეალის მე-13 ტრიუმფი?

კარვახალი

სალაჰის ტრაგედიის ფონზე არავის ახსოვს კარვახალი, რომელიც ანალოგიურად იტანჯებოდა. ესპანელმა ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება და ის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ გაემგზავრება. დანი დაშავდა თავის ზედიზედ მესამე ფინალში და ის ზედიზედ მესამედ ტოვებს დიდ ტურნირს ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში.

კარვახალის ტრავმა



რეზიუმე

წლევანდელმა "ლივერპულმა" და კერძოდ სალაჰმა ყველას შეაყვარა თავი ულამაზესი თამაშით. ჩვენ ვიხილეთ გუნდი, რომელსაც ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო ესპანური გრანდებისთვის. "რეალის" გულშემატკივრების გარდა, ალბათ დანარჩენი საფეხბურთო სამყარო სწორედ "წითლების" მხარეს იყო.

ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ არ ვუკვირდებით რამდენიმე დეტალს: "რეალის" ბრალი არ არის, რომ "ლივერპული" სალაჰის გარეშე ჩაქრა, ზიდანის ბრალი არ არის, რომ კლოპს პრაქტიკულად არ ჰყავს სათადარიგოთა სკამი, ბეილისა და ბენზემას ბრალი არ არის, რომ კარიუსმა მათ ორი გოლი აჩუქა.

ცრემლებით სავსე მატჩი - როგორ შედგა რეალის მე-13 ტრიუმფი?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები