რას ფიქრობს კოლინა იუვენტუსის კარში ბოლო წუთზე დანიშნულ პენალტზე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რას ფიქრობს კოლინა იუვენტუსის კარში ბოლო წუთზე დანიშნულ პენალტზე?


რას ფიქრობს კოლინა იუვენტუსის კარში ბოლო წუთზე დანიშნულ პენალტზე?

ლეგენდარულმა იტალიელმა არბიტრმა, პერლუიჯი კოლინამ, ტურინის "იუვენტუსისა" და მადრიდის "რეალის" საპასუხო მეოთხედფინალური პეაქრობა გაიხსენა.

"ეს იყო პენალტი, რომელიც სწორად დაინიშნა.

მთავარმა მსაჯმა ყველაფერი დაინახა, სწრაფი შეფასება გააკეთა და გადაწყვეტილებაც მიიღო.

მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - იმ მატჩის მთავარ მსაჯს პრემიერ ლიგაში 199 მატჩზე აქვს ნამუშევარი. მე სერია ა-ში 240 თამაშზე ვიმსაჯე", - განაცხადა კოლინამ.

ტურინულ გრანდს საკუთარ მოედანზე 0:3 ჰქონდა წაგებული, როდესაც მადრიდში ბოლო წუთებზე ასეთივე ანგარიშით იგებდა და მაიკლ ოლივერმა საკამათო სიტუაციაში დანიშნა თერთმეტმეტრიანი.

ამას ჯანლუიჯი ბუფონის გაცხარება და მისი მოედნიდან გაძევება მოჰყვა, ხოლო პენალტი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა და საბოლოოდ, "სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები