როგორ დააზარალა სალაჰის გავლენამ ლივერპული? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როგორ დააზარალა სალაჰის გავლენამ ლივერპული?


როგორ დააზარალა სალაჰის გავლენამ ლივერპული?

"ლივერპულის" შემტევმა, სანახაობრივმა და დინამიურმა თამაშმა არავინ დატოვა გულგრილი განვლილ სეზონში. იურგენ კლოპის შეგირდებისთვის სულ ერთი იყო თუ ვინ იქნებოდა მეტოქე, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი თუ პრემიერ ლიგის აუტსაიდერი, "წითლები" მიწასთან ასწორებდნენ ყველას და ყველაფერს.

წლევანდელი "ლივერპული" გვაგონებდა კლოპის დორტმუნდის "ბორუსიას", მაგრამ უფრო გაძლიერებულსა და დახვეწილს. თითქმის ყოველ მატჩში გულშემატკივარი ხდებოდა ულამაზესი შოუს თანამონაწილე. აშკარა იყო, რომ "მერსისაიდელებს" წინ რაღაც მასშტაბური ელოდათ.

როგორ დააზარალა სალაჰის გავლენამ ლივერპული?

"წითლების" წარმატებაში უდიდეს როლს თამაშობდა მოჰამედ სალაჰი, რომელმაც მართლაც ფანტასტიური სეზონი ჩაატარა. 52 შეხვედრაში გატანილი 44 გოლი ამ თემასთან დაკავშირებულ ყოველგვარ კითხვას აქრობს.

თავდაპირველად ეგვიპტელი ძალიან კარგად შეეწყო "მერსისაიდულ" კოლექტივს, მოგვიანებით კი გახდა მთავარი ვარსკვლავი, როგორც გუნდის, ისე მთლიანი სეზონის. პირველად 10 წლის მანძილზე მესისა და რონალდუს გამოუჩნდათ რეალური კონკურენტი, რომელიც არაფერში ჩამორჩებოდა ოქროს ბურთის რეკორდსმენებს.

როგორ დააზარალა სალაჰის გავლენამ ლივერპული?

სალაჰი ძალიან მალე გაეხვია გულშემატკივართა სიყვარულის სხივებში. მოჰამედი გახდა ეგვიპტური, არაბული და მთლიანად მუსლიმანური მოსახლეობის ერთგვარი სიმბოლო. ის აერთიანებდა მეომარ ერებს და "ლივერპულის" თამაშის დროს ავიწყებდა ყველაფერ ცუდს, რაც მათ ქვეყნებში ხდებოდა.

ეგვიპტელი რეგულარულად ხვდებოდა სხვადასხვა ტოპებსა და რეიტინგებში. "წითლების" არაბი ფანები მისთვის ოქროს ბურთის მიცემას ითხოვდნენ, სამშობლოში კი სალაჰის პრეზიდენტად არჩევაც კი სურდათ.

როგორ დააზარალა სალაჰის გავლენამ ლივერპული?

რაც უფრო ბევრს იტანდა მოჰამედი, მით უფრო დიდი ხდებოდა ისტერია მისი პერსონის გარშემო. ინტერნეტი და ტელევიზია გადატვირთული იყო სალაჰის შესახებ ნიუსებით, გულშემატკივრები სხეულზე იხატავდნენ მის პორტრეტებს. ბრიტანეთის ერთ-ერთ მუზეომში ეგვიპტელის ბუცებიც კი განათავსეს.

როგორ დააზარალა სალაჰის გავლენამ ლივერპული?

ყველაფერთან ერთად "ლივერპულის" ფანობა გაიზარდა, მინიმუმ 10 მილიონი ადამიანით. მოკლედ რომ ვთქვათ სალაჰი იყო უფრო მეტი ვიდრე უბრალო ფეხბურთელი და უნდა ითქვას, რომ თავიდან "მერსისაიდელებს" ეს ფაქტი ბევრ რამეში ადგებოდათ.

მონეტის უკანა მხარე

რასაკვირველია მოჰამედისნაირი პიროვნებები საჭიროა როგორც ფეხბურთში, ისე სხვა ნებისმიერ სფეროშიც. სალაჰის ისტორია შთააგონებს უბრალო ადამიანებს და მათ სტიმულს აძლევს. სწორედ მსგავს პიროვნებებზე იღებენ ფილმებს.

მის გარშემო ყველაფერი ხდებოდა უკეთესი, ეგვიპტის ნაკრები, რომელიც დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა. იგივე "ლივერპულიც", კლოპის გუნდი სულ სხვანაირი იყო მოს მოსვლამდე.

როგორ დააზარალა სალაჰის გავლენამ ლივერპული?

სალაჰის მუხტი თანაგუნდელებზეც გადავიდა. მის გვერდით თავისი საუკეთესო თამაშის დემონსტრირება დაიწყეს ფირმინომ, მანემ და სხვებმაც. ერთი სიტყვით მოჰამედი ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა.

სამწუხაროდ ეს არის კანონზომიერება და ნებისმიერი სტრუქტურის განუყოფელი ნაწილი - როდესაც კოლექტივის გამოკვეთილ ფიგურას ფეხი უცურდება, მის გარშემო აგებული მთლიანი სისტემა ბანქოს სახლივით ინგრევა. სწორედ მსგავსი რამ დაემართა "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

როგორ დააზარალა სალაჰის გავლენამ ლივერპული?

როდესაც სალაჰი ტრავმის გამო მოედნიდან გავიდა, "წითლები" თითქოს კაცნაკლულნი დარჩნენ. მომენტალურად ჩაქრა ფირმინო, მოიშალა შუახაზი, კლოპის გუნდი უმაქნისი ობოლი ბავშვივით იყო. არადა სულ ცოტა ხნის წინ, მოედანზე დარჩენილი ის 10 მოთამაშე მიწასთან ასწორებდა ხოსეპ გვარდიოლას მრისხანე "მანჩესტერ სიტის", რა თქმა უნდა ეგვიპტელის მეთაურობით.

როგორ დააზარალა სალაჰის გავლენამ ლივერპული?

ლიდერი ყველა გუნდს ჰყავს. ეს ნორმალურია, რადგან ნებისმიერ კოლექტივში არსებობს გამოკვეთილი ფიგურა, რომელსაც სხვა დანარჩენები მიჰყვებიან. პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის ჯგუფი ხდება დამოკიდებული იმ ერთ ლიდერზე.

"ლივერპულს" არ გააჩნდა ალტერნატიული გეგმა და ეს არის კლოპის მთავარი შეცდომა. "წითლებმა" უბრალოდ არ იცოდნენ თუ რა ეშველებოდათ მათ სალაჰის გარეშე. მეორე ტაიმში გაჩენილი პრობლემები კი უბრალოდ დომინოს პრინციპით მიჰყვა ეგვიპტელის ტრავმას.

როგორ დააზარალა სალაჰის გავლენამ ლივერპული?

სამაგალითო გუნდები

ვინ დომინირებს ფეხბურთში ბოლო 10 წელიწადში? ნაკრებებში - ესპანეთი და გერმანია, საკლუბო დონეზე კი "რეალი", "ბარსელონა", "ბაიერნი", "იუვენტუსი" და აწი უკვე "სიტიც". ცნობისთვის ზოგჯერ "ბლაუგრანაც" ხდება მსგავსი პრობლემის წინაშე, თუ კატალონიელები მატჩს ვერ იგებენ, ე.ი. ვერ თამაშობს მესი.

რაც შეეხება დანარჩენებს, დიახ, ლიდერები მათაც ჰყავთ, მაგრამ გერმანია ან იგივე "რეალი" არის პირველ რიგში შეკრული გუნდი, რომელსაც ყველა პოზიციაზე ჰყავს ძლიერი შემსრულებლები. "სამეფო კლუბი" ერთიანი მექანიზმია, "ლივერპული" არა.

როგორ დააზარალა სალაჰის გავლენამ ლივერპული?

თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ გუნდს გააჩნია ალტერნატიული და კიდევ ერთი სათადარიგო გეგმა, იმ შემთხვევისთვის თუ ლიდერი ვერ ახერხებს ჩვეული თამაშის დემონსტრირებას. დიახ, რამოსი ნამდვილად არ მოქცეულა ლამაზად და არც კარიუსის გამართლებას აქვს აზრი, მაგრამ კლოპს ეს ყველაფერი უნდა გაეთვალისწინა.

რეალობა

სალაჰი ღმერთი არ არის, წინაღმდეგ შემთხვევაში ის გააგრძელებდა თამაშს დაცემის შემდეგ. ეგვიპტელი უბრალოდ კარგ ფორმაში მყოფი მოთამაშეა, მეტი არაფერი. დიდი გამარჯვებებისთვის კი საჭიროა კიდევ 10 ესეთი ფეხბურთელი.

როგორ დააზარალა სალაჰის გავლენამ ლივერპული?

ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდა დანი კარვახალიც მატჩის მსვლელობის დროს, მაგრამ რატომღაც ესპანელის ცრემლებს ვერავინ ხედავდა. ბევრს გაუკვირდება, მაგრამ სალაჰი ისეთივე ადამიანია როგორც იგივე კარვახალი. საინტერესოა რა დასკვნა გამოიტანა ფინალის შემდეგ კლოპმა და დაემსგავსება თუ არა "ლივერპული" მომავალ სეზონში ერთიანად შეკრულ გუნდს...

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები