"ცვლილებების დროა" - რატომ წავიდა ზიდანი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ცვლილებების დროა" - რატომ წავიდა ზიდანი?



როდესმე გინახავთ დაბნეული და გაოგნებული ფლორენტინო პერესი? ეს მოხდა პრეს-კონფერენციაზე, რომელზეც ზინედინ ზიდანმა წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. ესპანელი ბიზნესმენი არასდროს მოსწრებია მწვრთნელს, რომელიც თავისი ნებით წასულიყო მადრიდის "რეალიდან".

ზედიზედ 3-ჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა - ეს არის სრული ანომალიური მოვლენა თანამედროვე ფეხბურთისთვის, რომელიც უცნაურ შედეგებს ბადებს. ანჩელოტი, გვარდიოლა, მოურინიო და სხვები ახლოსაც არ მისულან მსგავს წარმატებამდე, ახალბედა ზიდანმა კი ეს სამწვრთნელო კარიერის დასაწყისშივე მოახერხა.

"ცვლილებების დროა" - რატომ წავიდა ზიდანი?

ადრე "რეალიდან" იმის გამო მიდიოდნენ, რომ ვერაფერს იგებდნენ, დღეს მადრიდი დატოვა სპეციალისტმა, რომელმაც მეტისმეტად ბევრი მოიგო. თავის გამოსამშვიდობებელ პრეს-კონფერენციაზე ზიდანი ხშირად იმეორებდა "desgaste"-ს, რაც ნიშნავს გადაღლას ან საკუთარი პოტენციალის ამოწურვას.

ამ სიტყვას ხოსეპ გვარდიოლაც არაერთხელ იძახდა მაშინ, როდესაც ის "ბარსელონას" ტოვებდა. საჭირო მომენტში წასვლა პეპმა კრუიფისგან ისწავლა, ზინედინმა კი ანჩელოტისგან.

"ცვლილებების დროა" - რატომ წავიდა ზიდანი?

ეს კანონზომიერებაა, გუნდი ნელ-ნელა შენდება, ბოლოს კი ავლენს თავისი პოტენციალის მაქსიმუმს, რის შემდეგაც უნდა შეიცვალოს მწვრთნელი ან შემადგენლობა. როგორც ჩანს პერესი ყველგან აპირებს კორექტირების შეტანას - ბეილი პრაქტიკულად უკვე წავიდა, უელსელის გარდა კი ჟურნალისტები რონალდუს, ბენზემასა და ნავასსაც უწინასწარმეტყველებენ აბარგებას.

"ცვლილებების დროა" - რატომ წავიდა ზიდანი?

დიახ, არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც კლუბში დიდი ხნით რჩებიან და თავისი ხელით ცდილობენ რეგულარული ცვლილებების განხორციელებას, როგორც იგივე ფერგიუსონი ან ვენგერი, მაგრამ მოდით პირდაპირები ვიყოთ, ზიდანმა 2,5 წელიწადში უფრო დიდ წარმატებას მიაღწია ევროსარბიელზე ვიდრე სერ ალექსმა 27 წელიწადში.

შოტლანდიელს უბრალოდ უდიდესი გავლენა ჰქონდა "მანჩესტერ იუნაიტედში", ის კლუბის ხელძღვანელობაზე მაღლაც კი იდგა. "რეალში" პირველ ადგილზე ყოველთვის პრეზიდენტის (პერესის) სიტყვა იყო.

"ცვლილებების დროა" - რატომ წავიდა ზიდანი?

ზიდანმა იცოდა, რომ მომავალში დაიწყებოდა დაღმასვლა და ფლორენტინო მას აუცილებლად მიუთითებდა კარისკენ, ასე რომ ფრანგმა გადაწყვიტა მწვერვალიდან თავისი ნებით ლამაზად ჩამოსვლა და არა იქიდან ჩამოვარდნა. მითუმეტეს განვლილი სეზონის სტარტზე ზიზუმ მეტ-ნაკლებად უკვე იგემა წარუმატებლობა.

"ახლა საჭირო მომენტია ცვლილებების განსახორციელებლად. თითქმის 3-წლიანი მუშაობის შემდეგ მე მივიღე სწორი გადაწყვეტილება, როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე ჩემთვისაც," - ზიდანი.

"ცვლილებების დროა" - რატომ წავიდა ზიდანი?

საინტერესოა, რომ ყველაზე ტკბილად ფრანგი იხსენებს ლა ლიგაში ტრიუმფს და არა მოგებულ 3 ჩემპიონთა ლიგას. ზინედინი თითქოს მომავალში იყურებოდა და იქ რაღაც ცუდს ხედავდა: "არ მინდა რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდე, მირჩევნია მაჟორულ ნოტაზე დავასრულო ჩემი მადრიდული გზა,"

პრიმერა დივიზიონში მოპოვებული 76 ქულა არის "რეალის" ანტი-რეკორდი 2006-2007 წლის სეზონის შემდეგ. ზიდანის მთავარი კოზირი "სამეფო კლუბში" ყოველთვის იყო მოტივირების უნარი. ეს მეთოდი მუშაობდა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ვეღარ მუშაობდა ლა ლიგაში.

"ცვლილებების დროა" - რატომ წავიდა ზიდანი?

ზიზუმ ძალიან კარგად იცოდა თავისი შესაძლებლობების შესახებ. "ლივერპულთან" მატჩის წინ მან ირონიულად განაცხადა: "ტაქტიკური თვალსაზრისით ცუდი მწვრთნელი ვარ, მაგრამ ამის თქმა არ მჭირდება, რადგან ჟურნალისტები ისედაც გამუდმებით ამას გაიძახიან,"

პარადოქსული ფაქტია, რომ საფეხბურთო მედია სპეციალისტის პოტენციალს სულაც არ საზღვრავს მოგებული ტიტულებით. მაგალითად, მარსელო ბიელსა, რომელმაც ევროპაში ვერაფერს მიაღწია ითვლება გენიოსად, იგივე ზიდანის კლასში კი დღემდე ეჭვი ეპარებათ.

"ცვლილებების დროა" - რატომ წავიდა ზიდანი?

ბევრს აღარც ახსოვს თუ რა სავალალო მდგომარეობაში იყო "რეალი" ზიზუმდე, ანუ რაფაელ ბენიტესის მწვრთნელობის დროს. დიახ, ესპანელი დიდებული ტაქტიკოსია, მაგრამ მისი აზრები ძალიან შორს იყო ფეხბურთელებისგან. "სამეფო კლუბს" იმ მომენტში დაფაზე დახაზულ სქემაზე მეტად სჭირდებოდა სწორი მოტივაცია. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ლუი ვან გაალსა და "მანჩესტერზე".

"ცვლილებების დროა" - რატომ წავიდა ზიდანი?

2007 წელს ხორხე ვალდანომ ბენიტესსა და მოურინიოს ინოვატორები უწოდა. მათი წარმატებები კი შერაცხა ტაქტიკური ფეხბურთის გამარჯვებად ინდივიდუალიზმზე. სხვადასხვა დროს ორივე მათგანს უმუშავია მადრიდში, მაგრამ ზიდანის შედეგებამდე რაფა და ჟოზე ახლოსაც ვერ მისულან.

"ყოველთვის უფრო მეტის მიღწევა გვინდა, თუმცა "რეალის" ფეხბურთელებს უკვე სხვა ადამიანის სიტყვების გაგონება სჭირდებათ იმისთვის, რომ მოგება განაგრძონ,"

"ცვლილებების დროა" - რატომ წავიდა ზიდანი?

წარმატების სხივებს არ დაუბრმავებია ზიდანი, ის ძალიან კარგად ხედავს პრობლემებსა და მათი მოგვარების გზას. ფრანგი უბრალოდ თვლის, რომ სხვა სპეციალისტი უკეთ შეძლებს ამ მისიის შესრულებას.

თითოეულ მწვრთნელს თავისი გზა აქვს. ზოგი მოვლენილია იმისთვის, რომ აუტსაიდერები გავარდნისგან იხსნას, ზოგი პატარა გუნდისგან საჩემპიონო კოლექტივს ქმნის, ზოგი ჭირვეულ ვარსკვლავებს არჯულებს, ზოგიც კი ახალგაზრდებს ზრდის პროფესიონალებად.

დღემდე ყველას ეგონა, რომ ზიდანის ყველაზე კარგი თვისება იყო მოტივირების უნარი, არა - ფრანგს თავისი შესაძლებლობებისა და გარშემო არსებული სიტუაციის ადეკვატურად აღქმის ნიჭი აქვს.

"ცვლილებების დროა" - რატომ წავიდა ზიდანი?

2003 წელს კლოდ მაკელელეს გაყიდვის შემდეგ, ზიდანმა პერესს ჰკითხა: "რაში სჭირდება ბენტლის მოოქროვება თუ მასში აღარ დევს ძრავი?" გავიდა 13 წელი და ფრანგი თავად დაჯდა მოოქროვილი ბენტლის საჭესთან, მაგრამ ზიზუ მრბოლელია, სუპერ-მანქანას კი ახლა მექანიკოსი სჭირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები