რატომ იქნებოდა პოჩეტინო იდეალური მწვრთნელი რეალისთვის? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რატომ იქნებოდა პოჩეტინო იდეალური მწვრთნელი რეალისთვის?


რატომ იქნებოდა პოჩეტინო იდეალური მწვრთნელი რეალისთვის?

მაურისიო პოჩეტინო უნიკალური მწვრთნელია. არგენტინელმა სპეციალისტმა პრემიერ ლიგის არც ისე ძლიერი გუნდისგან შექმნა კოლექტივი, რომელიც თავისი ლამაზი თამაშით თითოეული ფეხბურთის გულშემატკივარის თვალს ახარებს.

მას პატივს სცემენ, როგორც შეგირდები, ისე ქომაგებიც. ძალიან ცოტა თუ იტყვის პოჩეტინოზე რაიმე ცუდს, ამის მიზეზი უბრალოდ არ არსებობს. მაურისიო არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ დიდი სიამოვნებით ჩაუდგებოდა სათავეში მადრიდის "რეალს". არგენტინელის კანდიდატურა მართლაც ფიგურირებს "სამეფო კლუბის" სიაში.

რატომ იქნებოდა პოჩეტინო იდეალური მწვრთნელი რეალისთვის?

პოჩეტინომ დაამტკიცა თუ რა შეუძლია მას პრემიერ ლიგაში. "ტოტენჰემი", რომელიც სამეულშია დამკვიდრებული და გრანდებს სისხლს უშრობს - 100%-ით მაურისიოს პროექტია, მაგრამ ხომ არ მოვიდა დრო უფრო მასშტაბური გამოწვებებისთვის?

2014 წლის 27 მაისს "დეზები" კვლავ ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩნენ, რის შემდეგაც კლუბში მოვიდა სწორედ პოჩეტინო. მისი წინამორბედი ანდრე ვილაშ-ბოაში ვერაფრით ახერხებდა ლონდონელთა ათამაშებას, პორტუგალიელის მწვრთნელობის პერიოდში "ტოტენჰემის" მაქსიმუმი იყო მე-6 ადგილი.

რატომ იქნებოდა პოჩეტინო იდეალური მწვრთნელი რეალისთვის?

მართალია იმ დროს გუნდი დატოვა "დეზების" ბოლო წლების საუკეთესო ფეხბურთელმა გარეტ ბეილმა, თუმცა "ტოტენჰემმა" უელსელის სანაცვლოდ მიიღო სოლიდური თანხა (100 მილიონი ევრო), რომელიც მოგვიანებით ძალზედ უაზროდ იქნა გაფლანგული.

ლონდონელებმა იყიდეს სოლდადო და ლამელა (ჯამში 60 მილიონი ევრო), მაგრამ ესპანელმა და არგენტინელმა ვერ მოახერხეს პრემიერ ლიგასთან ადაპტირება. "ტოტენჰემმა" აგრეთვე გაიფორმა კრისტიან ერიქსენიც, სულ რაღაც 12 მილიონ ევროდ და უნდა ითქვას, რომ პოჩეტინოს ხელში დანიელი შუახაზელი მოგვიანებით იდეალურად გაიხსნა.

რატომ იქნებოდა პოჩეტინო იდეალური მწვრთნელი რეალისთვის?

მაურისიოს შეხვდა საკმაოდ ამბიციური პროექტი, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აკლდა, მაგრამ არგენტინელმა მალევე შეძლო ლონდონური კლუბში რეკონსტრუქციის ჩატარება.

პოჩეტინოს "ტოტენჰემი" ახლაც წარმატებით ითავსებს რამდენიმე სქემას ერთად, რითაც "დეზები" იდეალურად ერგებიან იმ ტაქტიკური მრავალფეროვნების ტენდენციას, რომელიც ბოლო წლებში არის დამკვიდრებული პრემიერ ლიგაში.

რატომ იქნებოდა პოჩეტინო იდეალური მწვრთნელი რეალისთვის?

ამ ყველაფერს მაურისიომ დაუმატა დინამიური და სწრაფი ფეხბურთი. დღეს "ტოტენჰემი" არის ნამდვილი მისწრება ახალგაზრდა შემტევი ფეხბურთელებისთვის. ჰარი კეინმა სწორედ არგენტინელი სპეციალისტის ხელში გაიბრწყინა, ინგლისელმა ფორვარდმა ბეილის მიღწევებიც კი დაჩრდილა.

რატომ იქნებოდა პოჩეტინო იდეალური მწვრთნელი რეალისთვის?

არაა გამორიცხული, რომ "რეალში" დანიშნვის შემთხვევაში, პოჩეტინომ თავისი ვარსკვლავური ბომბარდირიც თან წაიყოლოს. მაურისიოს კიდევ ერთი აღმოჩენა უდავოდ არის დელე ალი.

ახალგაზრდა ინგლისელმა კარიერა მოკრძალებულ "მილტონ კინს დონსში" დაიწყო, იმის შემდეგ კი გადავიდა "ტოტენჰემში" და განიცადა უდიდესი პროგრესი, ისევ და ისევ არგენტინელი მწვრთნელის ხელში. კეინი და ალი მთავარი შემმოქმედები არიან, როგორც "დეზებში", ისე ინგლისის ნაკრებშიც.

რატომ იქნებოდა პოჩეტინო იდეალური მწვრთნელი რეალისთვის?

უკვე ზედიზედ მე-3 სეზონია, რაც "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის სამეულს არ სცილდება. პოჩეტინომდე ეს მიღწევა ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა ლონდონური კლუბისთვის. რაც ყველაზე მთავარია "დეზები" ამას აკეთებენ საოცრად სანახაობრივად და არა ისე როგორც იგივე სიმეონეს "ატლეტიკო".

ვიცე-ჩემპიონობის დროს, ანუ 2 წლის წინ "ტოტენჰემმა" სეზონი დაასრულა ბურთების შეფარდებით 86-26, რაც სრული სიგიჯეა პრემიერ ლიგის კვალობაზე, თუმცა პოჩეტინოს ერთადერთი ნაკლი არის ტიტულების დეფიციტი.

რატომ იქნებოდა პოჩეტინო იდეალური მწვრთნელი რეალისთვის?

მაშინ, როდესაც "არსენალიც" კი იგებს ინგლისის თასს, კეინი და კომპანია მხოლოდ ცხრილში უფრო მაღალი ადგილით თუ დაიკვეხნიან. რა თქმა უნდა "ტოტენჰემისთვის" ეს უკვე მიღწევაა, თუმცა ფაქტია, რომ პოჩეტინოს კარიერაში ტიტულების მოპოვების დრო დადგა.

სად შეძლებს მაურისიო ყველაზე კარგად ამის გაკეთებას თუ არა "რეალში"? მართალია არგენტინელი არ არის ისეთი მოტივატორი როგორც ზიდანი, თუმცა პოჩეტინოს მწვრთნელობის ხიბლი ტაქტიკაში იმალება.

რატომ იქნებოდა პოჩეტინო იდეალური მწვრთნელი რეალისთვის?

მხოლოდ მოტივაციით მისი "ტოტენჰემი" ფიზიკურად ვერ შეძლებდა "სიტისთვის", "ლივერპულისა" და "ჩელსისთვის" კონკურენციის გაწევას. პოჩეტინო ეცდება "რეალის" შეცვლას, მაგრამ არა ისე უნიჭოდ როგორც თავის დროზე ბენიტესი ლამობდა მოურინიოს "ინტერის" გარდაქმნას.

არის ერთი დამაბრკოლებელი გარემოება - ცოტა ხნის წინ მაურისიომ "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა, ხელფასი კი 8,5 მილიონ ფუნტამდე გაეზარდა. არგენტინელზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი პრემიერ ლიგაში მხოლოდ ორია - გვარდიოლა და მოურინიო.

რატომ იქნებოდა პოჩეტინო იდეალური მწვრთნელი რეალისთვის?

ამის მიუხედავად პოჩეტინოს გამორიცხვა მაინც არ ღირს. ის იქნებოდა ბრწყინვალე დამრიგებელი "რეალისთვის", რომელიც ზიდანის ჩადგმულ ტრიუმფალურ ფუნდამენტზე ახალ გუნდს ააშენდა, რა თქმა უნდა თავისი საფირმო ხელწერით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები