ზიდანის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რეალში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზიდანის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რეალში


ზიდანის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რეალში

ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალიდან" წავიდა - ამ ფაქტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ახლაც კი არ ჩაწყნარებულა. ფრანგმა მწვრთნელმა გაატარა თითქმის 3-წლიანი, იდეალური კარიერა "სანტიაგო ბერნაბეუზე", 1 ივნისს კი გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. გავიხსენოთ ზიზუს ტრიუმფალური პერიოდი "სამეფო კლუბში".

ზიდანის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რეალში

კარლო ანჩელოტის თანაშემწე

2013 წლის 25 ივნისს "რეალის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა კარლო ანჩელოტი, რომლის თანაშემწედ მივლენილი იქნა ზიდანი. კარლომ და ზიზუმ ერთად გაატარეს 2 წელი და ამ დროის განმავლობაში იტალიურ-ფრანგულმა დუეტმა "ბლანკოსს" მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა, კოპეა დელ რეი, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ზიდანის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რეალში

2014-2015 წლის სეზონის ბოლოს ფლორენტინო პერესმა ყველასთვის მოულოდნელად გაუშვა ანჩელოტი, რის შედეგადაც ოსტატისა და შეგირდის გზები გაიყო, ჯერჯერობით სამუდამოდ.

რეალის მწვრთნელი

კარლოს შემცვლელად "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა მოიყვანა რაფაელ ბენიტესი, მაგრამ ესპანელმა მწვრთნელმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ბევრის აზრით რაფა თავიდანვე განწირული იყო.

ბენიტესის ხელძღვანელობით "რეალის" თამაშის ხარისხი საგრძნობლად დაეცა, რაც შედეგებზეც აისახა. ბოლო წვეთი იყო საკუთარ მოედანზე განადგურება "ბარსელონასთან". იმ მატჩის შემდეგ რაფა მადრიდს დაემშვიდოდა, მის ნაცვლად კი პერესმა დროებით ზიდანი დანიშნა.

ზიდანის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რეალში

ბარსელონას დამარცხება კამპ ნოუზე

ზიზუს ხელში "რეალი" კვლავ გაცოცხლდა და გამარჯვების გემო გაიხსენა. "ბლანკოსი" პრაქტიკულად შეუჩერებელი იყო, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ლა ლიგაშიც. თანდათან ქრებოდა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ზიდანი ახალბედაა, "სამეფო კლუბს" კი გამოცდილი, ტოპ-კლასის სპეციალისტი სჭირდებოდა.

მართალია სადებიუტო სეზონში ფრანგმა ვერ მოახერხა პრიმერას მოგება, თუმცა მის მიერ დამოძღვრილმა რონალდუმ და კომპანიამ "ბარსელონას" დამარცხება შეძლეს "კამპ ნოუზე".

ბარსელონა-რეალი 1:2



პირველი ჩემპიონთა ლიგის თასი

კატალონიაში მოგება არ აღმოჩნდა საკმარისი ლა ლიგის ოქროს მედლების მოსაპოვებლად, ევროსარბიელზე კი ზიდანმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. ფრანგმა სპეციალისტმა "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოუტანა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნვიდან მხოლოდ 5 თვის შემდეგ. ფინალში დამარცხებული იქნა კვლავ მეზობელი მადრიდის "ატლეტიკო", როგორც 2014-ში ანჩელოტის თავკაცობის დროს.

რეალი-ატლეტიკო 1:1 (პენ. 5:3)



ლა ლიგის ჩემპიონი

ზიდანი მიღწეულზე არ გაჩერებულა და შემდეგ სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატშიც იპირველა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლა ლიგაში ტრიუმფს იხსენებს ზიზუ ყველაზე ტკბილად. "რეალმა" მხოლოდ 3 ქულით აჯობა "ბარსელონას", თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა ოქროს მედლების მოსაპოვებლად.

ზიდანის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რეალში

მეორე ჩემპიონთა ლიგის თასი

ქვეყნის ჩემპიონობას ფრანგმა დაუმატა ზედიზედ მეორე ტრიუმფი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე. ამ მიღწევით ზიდანი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში - არცერთ მწვრთნელს არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ ზედიზედ. ვინ იცოდა, რომ ერთი წლის შემდეგ ზიზუ კიდევ უფრო განამტკიცებდა ამ მიღწევას. "სამეფო კლუბმა" ამჯერად ტურინის "იუვენტუსი" იმსხვერპლა.

რეალი-იუვენტუსი 4:1



ესპანეთის სუპერთასზე შინ და გარეთ დამარცხებული ბარსელონა

ლა ლიგისა და კოპა დელ რეის ტრიუმფატორების დაპირისპირებას მთელი მსოფლიო ელოდებოდა, რადგან გამარჯვებულის ვინაობა მორიგ "ელ კლასიკოში" ირკვეოდა. "რეალმა" ორივე მატჩში დაამარცხა მოსისხლე მტერი, რის შემდეგაც ესპანეთის სუპერთასის ტიტულს დაეუფლა.

ბარსელონა-რეალი 1:3



მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი

2017 წლის 22 სექტემბერს ზიდანმა მიიღო პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ინდივიდუალური სამწვრთნელო ჯილდო. ფრანგი გახდა წლის საუკეთესო მწვრთნელი ფიფას ვერსიით. აღსანიშნავია, რომ ზიზუმ საგრძნობი უპირატესობით (ხმათა 46%) ჩამოიტოვა ალეგრი, კონტე, ლიოვი და სხვა კონკურენტები.

ზიდანის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რეალში

მესამე ჩემპიონთა ლიგის თასი

ერთი კვირის წინ ზიდანმა შეუძლებელი შეძლო და ჩემპიონთა ლიგა მესამედ ზედიზედ მოიგო. არავის სჯეროდა, რომ "რეალი" კვლავ ტრიუმფით დაასრულებდა ევრო-სეზონს, მაგრამ ზიზუს გუნდმა შემოგვთავაზა თანამედროვეობის ყველაზე დიდი სასწაული.

რეალი-ლივერპული 3:1



მთელი საფეხბურთო სამყარო, "სამეფო კლუბის" გულშემატკივრების გარდა "ლივერპულის" მხარეს იყო. იურგენ კლოპის შეგირდები მართლაც ფენომენალურ სეზონს ატარებდნენ, მაგრამ მოჰამედ სალაჰის ტრავმამ უდიდესი დარტყმა მიაყენა "წითლებს", შედეგად კი წაგებული ფინალი და მორიგი ზეიმი მადრიდში.

დამშვიდობება

განცხადება, რომელმაც ყველა შოკში ჩააგდო - ზედიზედ 3 მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ზიდანმა "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. თავისი გადაწყვეტილება ფრანგმა იმით ახსნა, რომ "ბლანკოსში" ცვლილებების დროა...მოულოდნელად მოვიდა და ლამაზად წავიდა, ძალიან ლამაზად.

ზიდანის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რეალში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები