ნაპოლი ბოლონიას ნახევარმცველის შეძენასთანაა ახლოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაპოლი ბოლონიას ნახევარმცველის შეძენასთანაა ახლოს


ნაპოლი ბოლონიას ნახევარმცველის შეძენასთანაა ახლოს

"ნაპოლი" უახლოეს პერიოდში "ბოლონიას" ნახევარმცველ სიმონე ვერდის დაიმატებს, იუწყება იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს საიტი.

25 წლის იტალიელის ტრანსფერი 25 მილიონ ევროდ ფასდება.

ნეაპოლელები გასულ ზამთარსაც ცდილობდნენ ამ ფეხბურთელის დამატებას, მაგრამ მაშინ მხარეებმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს.

გასულ სეზონში ვერდიმ "ბოლონიას" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები