დალევა შეიძლება, სექსი არა - ლიოვის წესები მსოფლიო ჩემპიონატისთვის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დალევა შეიძლება, სექსი არა - ლიოვის წესები მსოფლიო ჩემპიონატისთვის


დალევა შეიძლება, სექსი არა - ლიოვის წესები მსოფლიო ჩემპიონატისთვის

გერმანიის ნაკრები წინა სამუნდიალო შეკრებას გადის აპიანოში (სამხრეთ ტიროლი, იტალია). ზუსტად იგივე ადგილას "ბუნდესნაკრები" ემზადებოდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც.

2014-ში იოაჰიმ ლიოვის შეგირდები აგრეთვე სამხრეთ ტიროლში იყვნენ დაბინავებულები, მაგრამ არა აპიანოში, არამედ პასარიაში. ვარჯიშისთვის განკუთვნილი იდეალური პირობები არის გეგმის მხოლოდ ნახევარი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი კონცენტრაციაა.

დალევა შეიძლება, სექსი არა - ლიოვის წესები მსოფლიო ჩემპიონატისთვის

"ვიცით თუ რა წესების მიხედვით უნდა ვიხელმძღვანელოთ და რას ელიან ჩვენგან გულშემატკივრები. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები პაზლის ნაწილები არიან. მთავარია გუნდურობა, სხვა შემთხვევაში მუნდიალს ვერ მოვიგებთ." - ლიოვი. შედეგის მისაღწევად იოაჰიმმა რამდენიმე ანოტაცია შემოიტანა "ბუნდესთიმში".

პატივისცემა

ლიოვისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გაიხსენეთ თუ როგორ ნეგატიურად უპასუხა გერმანელმა მწვრთნელმა სანდრო ვაგნერს, რომელიც მუნდიალზე არ წაყვანის გამო გაბრაზდა.

დალევა შეიძლება, სექსი არა - ლიოვის წესები მსოფლიო ჩემპიონატისთვის

- ჩემი გულწრფელობა და პირდაპირობა მიუღებელია ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის.

- ვაგნერი პატივს არ სცემს თანაგუნდელებს. ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი და დროებით დამარხოს საკუთარი ეგო. პატივისცემა - ჩემთვის უმთავრესია.

სოციალური ქსელები

დალევა შეიძლება, სექსი არა - ლიოვის წესები მსოფლიო ჩემპიონატისთვის

ოზილისა და გუნდოგანის თურქეთში გადაღებული გახმაურებული ფოტოების შემდეგ, ლიოვმა მკაცრი კონტროლი დააწესა სოციალური ქსელებით სარგებლობაზე. გერმანელ ფეხბურთელებს აგრეთვე აკრძალული აქვთ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, მისაღები არის მხოლოდ ვარჯიშზე ფოტოების გადაღება.

ახლობლების ვიზიტი

დალევა შეიძლება, სექსი არა - ლიოვის წესები მსოფლიო ჩემპიონატისთვის

ოჯახის წევრებს, ახლო მეგობრებსა და შეყვარებულებს აქვთ უფლება, რომ ესტუმრონ 4-გზის ჩემპიონებს, მაგრამ მხოლოდ მუნდიალის დაწყებამდე. უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატის დროს "ბუნდესნაკრების" წევრები მოწყვეტილნი იქნებიან ახლობლებს. ლიოვმა აგრეთვე მკაცრად აკრძალა სექსით დაკავება.

საიდუმლოებანი

გერმანიის ნაკრების მოთამაშეებს არ აქვთ უფლება ისაუბრონ უცხოებთან გუნდში არსებული "შიდა სამზარეულოს" შესახებ. ის, ვინც ამ წესს დაარღვევს - მომენტალურად დაბრუნდება სახლში. აღსანიშნავია, რომ ევრო 2012-ზე "ბუნდესთიმს" სწორედ მსგავსი პრობლემა შეექმნა, თუმცა დამნაშვის პოვნა ვერ მოხერხდა.

დალევა შეიძლება, სექსი არა - ლიოვის წესები მსოფლიო ჩემპიონატისთვის

არანაირი აგენტები

ლიოვის თანხმობის გარეშე ფეხბურთელების აგენტები ვერ შეძლებენ ნაკრების ბაზაზე შეღწევას. შესაბამისად აკრძალულია ყველანაირი მოლაპარაკებების გამართვა ამა თუ იმ მოთამაშის მომავალთან დაკავშირებით. გერმანელ სპეციალისტს სურს, რომ ნაკრების წევრები კონცენტრირებულნი იყვნენ უშუალოდ მუნდიალზე და არა სატრანსფერო ჭორებზე.

დალევა შეიძლება, სექსი არა - ლიოვის წესები მსოფლიო ჩემპიონატისთვის

ალკოჰოლი

დალევა შეიძლება, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. იოაჰიმი თავადაც არ ამბობს უარს ერთ ჭიქა ღვინოზე ან ლუდზე მატჩის შემდეგ, მითუმეტეს დებოშირი ფეხბურთელების ეპოქა უკვე წარსულს ჩაბარდა. აღსანიშნავია, რომ ლიოვს არც სიგარეტის მოწევა დაუშლია, თუმცა ნაკრებში თამბაქოს მოყვარული მოთამაშეები აღარ არიან.

დალევა შეიძლება, სექსი არა - ლიოვის წესები მსოფლიო ჩემპიონატისთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები