ჰამშიკი: "ჩემი ოცნება კვლავ ნაპოლისთან ერთად სკუდეტოს მოგებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰამშიკი: "ჩემი ოცნება კვლავ ნაპოლისთან ერთად სკუდეტოს მოგებაა"


ჰამშიკი:

"ნაპოლის" კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მარეკ ჰამშიკმა, საკუთარ მომავალზე მორიგი დამაიმედებელი განცხადება გააკეთა.

"ჩემი ოცნება - "ნაპოლისთან" ერთად სკუდეტოს მოგებაა. ამას ყოველთვის ვამბობ და არაფერი შეცვლილა.

ანჩელოტისთან ერთად უფრო ძლიერები გავხდებით. ის კარგი მწვრთნელია და მიმაჩნია, რომ კლუბმა სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც ასეთი კალიბრის სპეციალისტი მოიწვია.

ჩემი სიყვარული ნეაპოლური კლუბისადმი განხილვის საკითხი არც უნდა იყოს.

მომავალი? ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ ძალიან მალე მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებით და თითოეულ ასპექტს განვიხილავთ", - აღნიშნა 30 წლის სლოვაკმა.

მარეკ ჰამშიკი "ნაპოლის" რიგებში 2007 წლიდან ირიცხება და კლუბის ნამდვილი ლეგენდაა. ამ ზაფხულს მან ჩინეთიდან სარფიანი შემოთავაზება მიიღო და ერთი პერიოდი კლუბის დატოვებაზე ფიქრობდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მარეკ ჰამშიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები