მათეუსი: "ბაიერნი მომდევნო 5 წელი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მათეუსი: "ბაიერნი მომდევნო 5 წელი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს!"


მათეუსი:

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, "რეკორდმაისტერს" უახლოეს პერიოდში ჩავარდნა უწინასწარმეტყველა.

"ბაიერნი" მომდევნო 5 წლის განმავლობაში კვლავ ჩემპიონი გახდება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ვერა! ეროვნულ ჩემპიონატში უპირატესობის გათვალისწინებით ზედიზედ 5 ვერცხლის სინის მოგება არავის გაუკვირდება.

საერთაშორისო დონეზე კი ვფიქრობ, რომ უკვე 6-8 კლუბი არსებობს, რომლებიც "ბაიერნზე" უკეთეს მდგომარეობაში არიან. ინგლისური კლუბები და "პსჟ" განვითარებას აგრძელებენ, ესპანელებს კი კვლავ ძალიან ძლიერი გუნდები ჰყავთ. ამ კლუბებს სხვა ეკონომიკური შესაძლებლობები აქვთ.

იმისათვის, რომ მიუნხენელებმა მომდევნო 5 წლის განმავლობაში ევროარენაზე რაიმე წარმატებას მიაღწიონ, სატრანსფერო ბაზარზე და კენჭისყრაზე იღბალი დასჭირდებათ. ეს კი გაგრძელდება მანამ, სანამ ფიფა და უეფა ფინანსურ რეგულაციებს არ შემოიღებენ", - განაცხადა მათეუსმა.

გერმანულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2013 წელს მოიგო და მას შემდეგ 5 მცდელობიდან 4-ჯერ ნახევარფინალში დამარცხდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ლოთარ მათეუსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები