ტოტენჰემმა თვალი მარსელის ნახევარმცველს დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტოტენჰემმა თვალი მარსელის ნახევარმცველს დაადგა


ტოტენჰემმა თვალი მარსელის ნახევარმცველს დაადგა

"მარსელის" ნახევარმცველი, მორგან სანსონი შეიძლება ინგლისის ჩემპიონატში გადავიდეს.

როგორც France Football იუწყება, "ტოტენჰემის" თავკაცს, მაურისიო პოჩეტინოს სურს 23 წლის ფრანგის თავისი გუნდის რიგებში ხილვა.

გასულ სეზონში სანსონმა ყველა ტურნირზე ერთად 53 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები