ერიკსენი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ერიკსენი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს


ერიკსენი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს

ტურინის "იუვენტუსი" ლონდონის "ტოტენჰემის" შემტევი ნახევარმცველით, კრისტიან ერიკსენით, დაინტერესდა.

ცნობილი იტალიური გამოცემა "Calciomercato" იტყობინება, რომ ამ ზაფხულს "იუვენტუსი" შესაძლოა მირალემ პიანიჩმა დატოვოს და "ბებერი ქალბატონი" მის შემცვლელს ეძებს.

იტალიური გრანდი მზად არის "ტოტენჰემის" ერთ-ერთი ლიდერისთვის იბრძოლოს და ზაფხულში მისი გადაბირება სცადოს.

26 წლის დანიელმა ნახევარმცველმა, რომელსაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილავთ, გასულ სეზონში 47 თამაშში 14 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.

კრისტიან ერიკსენის მოქმედი კონტრაქტი "დეზებთან" 2020 წლამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები