90-იანების დინამო ჩემპიონთა ლიგაზე - ქრთამი, მხედრიონი და მოკლული აგენტი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

90-იანების დინამო ჩემპიონთა ლიგაზე - ქრთამი, მხედრიონი და მოკლული აგენტი


90-იანების დინამო ჩემპიონთა ლიგაზე - ქრთამი, მხედრიონი და მოკლული აგენტი

ჯორჯ ჰოი - ხორცის ქარხნის 22 წლის მუშა და ბელფასტის "ლინფილდის" ერთგული გულშემატკივარი. თბილისში იმ ღამეს ცხელოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჰოის მაინც ეკეთა თავისი საყვარელი კლუბის შალის კაშნე. ყოველი თამაშის წინ ის ხუჭავდა თვალებს და "ლინფილდისთვის" გამარჯვებას ნატრულობდა.

სახლისგან 2200 მილის მოშორებით ჯორჯი იმყოფებოდა "ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე", სადაც მის გარდა კიდევ 50 000 ქომაგი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მატჩის საყურებლად მოვიდა. ქართველი ფანების უმეტესობა შეიარაღებულები იყვნენ.

90-იანების დინამო ჩემპიონთა ლიგაზე - ქრთამი, მხედრიონი და მოკლული აგენტი

ბელფასტის გარეუბნები იმ დროინდელ თბილისის ცენტრთან შედარებით ჰოის სამოთხედ ეჩვენებოდა. "ეს არის ჩემი პირველი მგზავრობა საზღვარგარეთ. "დინამო"-"ლინფილდის" მატჩზე ჩამოსვლა 650 ფუნტი დამიჯდა და იმედია კარგ თამაშს ვიხილავ. სიმართლე გითხრათ, სახლში დაბრუნებას მოუთმენლად ველი"

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყო. თავდაპირველად გაჩნდა რაღაც სირთულეები, თუმცა მსაჯთა თურქულმა ბრიგადამ ერმან თოროღლუს მეთაურობით ყველაფერი მოაგვარა, რის შემდეგაც გაისმა სასტვენის ხმა.

90-იანების დინამო ჩემპიონთა ლიგაზე - ქრთამი, მხედრიონი და მოკლული აგენტი

"დინამოს" შემადგენლობა ესეთი იყო - ზოიძე, შელია, ნემსაძე, ლობჟანიძე, ინალიშვილი, რ. არველაძე, ჯამარაული, ქინქლაძე, ყაველაშვილი, ა. არველაძე, შ. არველაძე. მწვრთნელი - გივი ნოდია.

ქვეყანაში დაძაბულობა სუფევდა, რადგან ცოტა ხნით ადრე თბილისის შემოსასვლელთან მოკლული იპოვეს ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი ფრედი ვუდრაფი, რომელსაც შუბლში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

90-იანების დინამო ჩემპიონთა ლიგაზე - ქრთამი, მხედრიონი და მოკლული აგენტი

თამაშის დაწყებამდე კი შენიღბულმა პირებმა გაძარცვეს გერმანიის საელჩოს მდივანი მარიტა რადემაკერი. ბანდიტებმა წაიყვანეს მისი "Audi Quatro", თან წაიღეს ფულიც, თუმცა ყველას გასაოგნად მძევალი ცოცხალი დატოვეს.

საქართველოში სრული ანარქია იყო. ზღვარი ხელისუფლებასა და ბანდიტიზმს შორის იყო მოშლილი, ყველაფერს აკონტროლებდა ჯაბა იოსელიანის მიერ დაფუძნებული სამხედრო ორგანიზაცია "მხედრიონი" (ბრიტანელ ჟურნალისტებს განსაკუთრებით ჩაუვარდათ გულში ეს სახელწოდება).

90-იანების დინამო ჩემპიონთა ლიგაზე - ქრთამი, მხედრიონი და მოკლული აგენტი

ჰოის გარდა "ლინფილდს" კიდევ რამდენიმე გულშემატკივარი ახლდა თან. ერთ-ერთი იყო ამერიკის ელჩის მეუღლე, რომელსაც ირლანდიური ფესვები ჰქონდა. მის გარდა ბელფასტელების საგულშემატკივროდ ჩამოვიდა 66-წლის ბილი რეა.

ის "შერატონ მეტეხი პალასში" დაბინავდა, თუმცა მატჩის წინა ღამეს რეამ დაძინება ვერ მოახერხა. მიზეზი იყო ქუჩიდან შემოსული სროლის ხმა, მაგრამ ყველაზე მეტად ბრიტანელს ოპოზიციური დაჯგუფებების ეშინოდა, რომლებიც კბილებამდე შეიარაღებულები იყვნენ.

90-იანების დინამო ჩემპიონთა ლიგაზე - ქრთამი, მხედრიონი და მოკლული აგენტი

საფეხბურთო სამყაროსთვის "დინამო"-"ლინფილდის" მატჩი დიდად საინტერესო არ იყო, რადგან აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მხოლოდ პირველ რაუნდს. ცნობისთვის ეს იყო ქართული გუნდის დებიუტი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა სსრკ-ს გამოეყო.

"მიყვარს ფეხბურთი, თუმცა ამ თამაშს სულ სხვა დატვირთვა აქვს - დღეს "დინამო" არის დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლო," - აცხადებდა მატჩის წინ ედუარდ შევარდნაძე.

90-იანების დინამო ჩემპიონთა ლიგაზე - ქრთამი, მხედრიონი და მოკლული აგენტი

"ლინფილდთან" შეხვედრას მთელი ქვეყანა ელოდებოდა. ამ ფაქტის გამო ფილარმონიაში გასამართი ერთ-ერთი კონცერტი დღის საათებშიც კი გადაიტანეს. "დინამომ" გულშემატკივრებს იმედები არ გაუცრუა - თბილისელებმა 2:1 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის მსვლელობისას სროლის ხმა არ ისმოდა.

დინამო-ლინფილდი 2:1



სტადიონის VIP-ლოჟაში იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების ელჩები, შევარდნაძემ პერსონალურად დაპატიჟა ისინი, ყველა, გარდა რუსი დიპლომატისა.

"მე დავპატიჟე ამერიკელი და გერმანელი ელჩები. ჩვენ ვისაუბრეთ, რის შემდეგაც ისინი სიამოვნებით დათანხმდნენ ფეხბურთის მატჩზე წამოსვლას. რუსეთის წარმომადგენელმა კი არც მომისმინა," - აცხადებდა შევარდნაძე "The Independent"-თან საუბარში.

90-იანების დინამო ჩემპიონთა ლიგაზე - ქრთამი, მხედრიონი და მოკლული აგენტი

სწორედ იმ დროს თბილისში ჩამოსულები იყვნენ სამხედრო პირები ვაშინგტონიდან, რომლებსაც ტრენინგი უნდა ჩაეტარებინათ ბატონი ედუარდის პირადი დაცვის წევრებისთვის. პარალელურად კი დაახლოებით 10-მდე ქართველი უშუალოდ ამერიკაში გაუშვეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ირლანდიელ გულშემატკივრებს სასტუმროში ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ წარწერა შემოსასვლელში: "დამსვენებელთა უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია ცეცხლსასროლი იარაღის გარეთ დატოვება," მათთვის ვისაც კითხვა არ შეეძლო იყო ნიშანი - წითლად გადახაზული პისტოლეტი.

90-იანების დინამო ჩემპიონთა ლიგაზე - ქრთამი, მხედრიონი და მოკლული აგენტი

ეს ყველაფერი ხდებოდა "შერატონ მეტეხი პალასში". ბრიტანელი ქომაგები გაოგნებულები იყვნენ იმ ფაქტით თუ როგორ დარჩა ხელუხლებელი ფეშენებელური სასტუმრო ქალაქში, სადაც ყოველ ნაბიჯზე ისროდნენ.

"ეს სასტუმრო სხვა სამყაროა დანარჩენ თბილისთან შედარებით. ქუჩაში სუფევს განუკითხაობა, ყველას ავტომატი უკავია, "მეტეხი პალასში" კი სრული სიმშვიდეა. მარმარილოს პრიალა იატაკი, შუშის ლიფტი, აუზი და როიალიც კი, რომელზეც "Feelings"-ს უკრავენ," - ერთ-ერთი ირლანდიელი გულშემატკივარი.

90-იანების დინამო ჩემპიონთა ლიგაზე - ქრთამი, მხედრიონი და მოკლული აგენტი

მატჩის წინ "ლინფილდის" ქომაგებმა ავტობუსით შემოიარეს ქალაქი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, თუმცა თბილისის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ნანგრევებში იყო.

90-იანების დინამო ჩემპიონთა ლიგაზე - ქრთამი, მხედრიონი და მოკლული აგენტი

თამაშის დასრულების შემდეგ ბელფასტური კლუბის ფეხბურთელები აეროპორტში მიემზგავრებოდნენ. მათ ძალიან ეშინოდათ და ერთი სული ქონდათ თუ როდის დატოვედბენენ საქართველოს. სწორედ იმ მომენტში შედგა "ლინფილდის" მოთამაშეებსა და ბილი რეას შორის დიალოგი:

- ეს ადგილი არის სრული კოშმარი, ამ ქალაქზე საშინელი არაფერი მინახავს!

- არა. ტირანა, ალბანეთის დედაქალაქი ბევრად უარესია. 80-იანების დასაწყისში ვიყავი მანდ და დამიჯერეთ თბილისში ვერც შეედრება იქაურობას.

90-იანების დინამო ჩემპიონთა ლიგაზე - ქრთამი, მხედრიონი და მოკლული აგენტი

როგორც მოგეხსენებათ, "დინამომ" 2:1 დაამარცხა "ლინფილდი". თბილისელთა მხრიდან გოლები გაიტანეს შოთა არველაძემ და გელა ინალიშვილმა. რაც შეეხება განმეორებით მატჩს, ბელფასტში გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა, რის შედეგადაც ქართული კლუბი მე-2 ეტაპზე გავიდა.

90-იანების დინამო ჩემპიონთა ლიგაზე - ქრთამი, მხედრიონი და მოკლული აგენტი

"დინამოს" შემდეგი მეტოქე უნდა ყოფილიყო "კოპენჰაგენი", თუმცა სკანდალურმა ინციდენტმა დაასამარა თბილისელთა ამბიციები. "ლინფილდთან" მატჩის დასრულებისას თურქმა მსაჯმა ქართული კლუბის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა უეფაში - "დინამოელები" მის მოქრთამვას ცდილობდნენ 5000 დოლარით.

“1993 წლის ზაფხულს ჩემპიონთა ლიგაზე, თბილისის "დინამო"-"ლინფილდის" მატჩის სამსაჯოდ, თანამსაჯებთან ერთად ვართ მაშინ უკვე დამოუკიდებელ საქართველოში. თამაშის დღეს ორივე გუნდის მენეჯერებთან ერთად ვსადილობთ,"

"სადილის შემდეგ "დინამოს" ერთ-ერთ წარმომადგენელს მე და სამი თანაშემწე მანქანით სასტუმროში მივყავართ. სასტუმროსთან, მანქანიდან გადმოსვლამდე ვხედავ, რომ მას ("დინამოს" წარმომადგენელს) ხელში კონვერტი უჭირავს, მაგრამ ჩემთვის გამოწვდილ კიდევ ერთ კონვერტს სხვა ადგილიდან იღებს,"

"მანქანიდან გადმოსვლისას კონვერტებს გვაწვდის და ამას ისე სწრაფად აკეთებს, რომ რეაგირებას ვერ ვასწრებთ. თვითონ სწრაფად მიდის. კონვერტებს ვხნით, სავსეა დოლარებით... ჩემი კონვერტი უფრო მსუქანია. მაშინ საქართველოში ექიმის ხელფასი 50 დოლარი იყო, ჩემს კონვერტში კი 5 ათასია! მატჩის დელეგატიც ამავე სასტუმროშია,"

"ერთად მივდივართ დელეგატთან და კონვერტებს ვაძლევთ. ფულის ნახვისგან გაოგნებული გვეუბნება: “ეს ჩემთან დარჩეს”. მერე გადაწყვეტილებას ცვლის, კონვერტებს გვიბრუნებს: “ამას უეფა თქვენგან მოითხოვს”. დელეგატი მეკითხება, თუ რას ვფიქრობ. მე ვეუბნები: "ამბავი რომ გასკდეს, აქედან სუფთად ვერ გამოვძვრებით". ეს დაახლოებით 3 საათზე ხდება, საღამოს კი მატჩია,"

90-იანების დინამო ჩემპიონთა ლიგაზე - ქრთამი, მხედრიონი და მოკლული აგენტი

ამ ინციდენტის გამო უეფამ თბილისური გუნდი ორი წლით მოკვეთა ევროთასებს, თუმცა შემდეგ სასჯელი შეამცირა. დისკვალიფიკაციის გასვლის მერე "დინამოს" კვლავ ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის მცდელოდა, თუმცა ქართველებმა ვერ მოახერხეს ლევერკუზენის "ბაიერისა" და ბილბაოს "ატლეტიკის" ბარიერის გადალახვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები