ავტორიზაცია

ცურვა, ფიტნესი, ექსტრემი - სერვისები თბილისში აქტიური დასვენების მოყვარულთათვის

ცურვა, ფიტნესი, ექსტრემი - სერვისები თბილისში აქტიური დასვენების მოყვარულთათვის
თარიღი 25 Jun 2018, 15:02
ცურვა, ფიტნესი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, ველნეს და სპა დარბაზები - თუ თქვენ ზაფხულს დედაქალაქში ატარებთ, გიყვართ წყალი, ექსტრემი, ცხოვრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მაშინ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა.

ზაფხულის ცხელ სეზონზე ტურისტებისა და დედაქალაქის მცხოვრებთათვის გაგრილებისა და გართობის ყველაზე კარგი საშუალება საცურაო აუზები და აკვაცენტრებია. კვლევითი საკონსულტაციო ჯგუფი PRMC დაინტერესდა, რამდენად მრავალფეროვან, ხარისხიან სერვისს და რა ფასად სთავაზობენ დასასვენებელი და გასართობი ცენტრები მომხმარებელს.
გამოკითხვაში მონაწილეობა თბილისში არსებულმა შვიდმა ცენტრმა მიიღო. შედეგები ასე გამოიყურება:

მრავალფუნქციური აკვაპარკი „ჯინო ფერედაისი“, რომელიც სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს წარმოადგენს, 9 აუზს, წყლის ექსტრემალურ ატრაქციებს, VIP ზონაში შემავალ ველნეს და სპა დარბაზებს, პრივატულ მოსასვენებელ ბაღს, ფიტნეს დარბაზს, „ჯინოს“ ცურვის აკადემიას, სასტუმროს და თბილისის ზღვაზე საკუთარ სანაპირო ზოლს აერთიანებს.

ცურვა, ფიტნესი, ექსტრემი - სერვისები თბილისში აქტიური დასვენების მოყვარულთათვის

„ჯინო ფერედაისს“, წელიწადის ოთხივე სეზონზე, დღის განმავლობაში 6000-მდე ვიზიტორის მიღება შეუძლია. აკვაპარკი ღიაა ყოველ დღე, დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე.

აკვაპარკის 9 აუზიდან 3 - საბავშვოა, სარელაქსაციო და ოლიმპიური აუზები დახურულია, ხოლო 6 აუზი - ღია. მათ შორისაა: დიდი ტალღოვანი, პატარა (საბავშვო) ტალღოვანი, გასაბერი, საბავშვო დახურული და სარელაქსაციო აუზები, „ველური მდინარე“, ასევე, აუზი თბილისის ზღვის სანაპირო ზოლში.

ექსტრემისა და ადრენალის მოყვარულთათვის, აქ 500-ზე მეტი წყლის ატრაქცია და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი, 31 მეტრიანი ტოპოგანია, 6 სხვადასხვა ეფექტის ჩამოსასრიალებელი სლაიდით. ღია სივრცეში ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია წყლის პატარა სასრიალო სლაიდები, ბარიერების გადასალახი ექსტრემალური ატრაქცია „ტანზანია“ და ქვიშის ფრენბურთის მოედანი.

„ჯინო ფერედაისში“ განთავსებულია აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი ველნეს ცენტრი, რომელიც 17 სხვადასხვა სახის საუნასა და სპა ზონას აერთიანებს. აქვე შეგიძლიათ თურქული ჰამამითაც ისიამოვნოთ. საქართველოში ჯინოს ექსკლუზივია „კრიოსაუნა“, სადაც ბუნებრივი თოვლი მოდის.

ცურვა, ფიტნესი, ექსტრემი - სერვისები თბილისში აქტიური დასვენების მოყვარულთათვის

„ჯინო ფერედაისში“, აკვაპარკს, ველნესს, სპა ზონასა და ფიტნეს ზონას საკუთარი გასახდელები აქვს. ჯამში, ზაფხულის სეზონზე, ხელმისაწვდომია 2660 პერსონალური კარადა, ხოლო ზამთრის სეზონზე - 1980 კარადა. ყველა მათგანი ელექტრონულ ჩიპზე იკეტება.

„ჯინოპარკის“ ყველა ზონაში ერთად 74 საშხაპეა.
აკვაპარკის ტერიტორიაზე 12 კვებითი ობიექტია: ლაუნჯი, რესტორნები, ბარები და სწრაფი კვების ობიექტები, რომლებიც მომხმარებელს მრავალფეროვან ქართულ და ევროპულ კერძებს სთავაზობენ.
„ჯინო ფერედაისში“ მსურველთათვის თევზაობაც შესაძლებელია. აკვაპარკის ტერიტორიაზე არსებულ პატარა ტბაზე, თქვენს მიერ დაჭერილ კალმახს ადგილზევე მოგიმზადებენ და მოგართმევენ.
„ჯინო ფერედაისში“ თამბაქოს მომხმარებლებისთვის გახსნილია ტერასაბარი, მოსაწევი სივრცე გამოყოფილია ტალღოვან აუზთან მდებარე ბარის ტერიტორიაც.

აკვაპარკს 800-ადგილიანი პარკინგი აქვს.

ტერიტორიაზე დაშვება სპეციალური ელექტროსამაჯურებით ხდება.
„ჯინო ფერედაისს“ აქვს საკუთარი სანაპირო ზოლი თბილისის ზღვაზე, რომელიც უსაფრთხო და კეთილმოწყობილია, აღჭურვილია შეზლონგებით, საშხაპეებით და გასახდელებით. სანაპიროზე ფუნქციონირებს კვების ორი ობიექტი. სანაპიროს ცალკე შესასვლელი აქვს და აქ მოხვედრა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მხოლოდ 7 ლარადაა შესაძლებელი.
სამუშაო დღეებში აკაპარკში შესვლის ღირებულებაა 30 ლარი, უქმეებზე - 40 ლარი. 6-წლამდე ბავშვები „ჯინოპარკში“ უფასოდ დაიშვებიან. ამ ფასად მომხმარებლისთვის აკვაპარკის სრული სერვისი, 9-ვე აუზით და ყველა გასართობი ატრაქციით, ხელმისაწვდომია.

„ჯინო ფერედაისს“ აქვს საოჯახო პაკეტებიც, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახის ფასდაკლებას სთავაზობს:
 2+1 - 75 ლარი (90 ლარის ნაცვლად)
 2+2 – 90 ლარი (120 ლარის ნაცვლად)
 2+3 – 105 ლარი (150 ლარის ნაცვლად)
 2+4 – 120 ლარი (180 ლარის ნაცვლად)

ცურვა, ფიტნესი, ექსტრემი - სერვისები თბილისში აქტიური დასვენების მოყვარულთათვის

შპს „არენა“ მომხმარებელს წელიწადის ოთხივე დროს 2 დახურული ტიპის აუზს სთავაზობს. ტერიტორიაზე 7 გასახდელი და 36 საშხაპეა, აქედან - 10 ქალებისა და 2 - ბავშვებისთვის. „არენა“ დილის 7 საათზე იხსნება და სამუშო დღეებში საღამოს 11 საათამდე მუშაობს, შაბათს - საღამოს 9 საათამდე, კვირას კი სამუშაო საათები საღამოს 7 საათზე სრულდება.

ექსტრემალური გასართობი ატრაქციები „არენას“ არ აქვს, თუმცა ტერიტორიაზე არის 2 მშრალი და 1 ორთქლის საუნა, ჯაკუზი, გასარუჯი ვერანდა შეზლონგებით, ფიტნესი, საჭყუმპალაო, სპორტული თამაშების დარბაზი, სოლარიუმი, სილამაზის სალონი, სპორტ-კაფე, სპორტული მაღაზია და სასტუმრო 16 ნომრით. მსურველებს აქვე შეუძლიათ ივარჯიშონ კრივში, კარატეში, ტირში, კლდეზე ცოცვაში, აიღონ ინდივიდუალური და ჯგუფური ცურვის გაკვეთილები.

„არენაზე“ განთავსებულია 2 კვების ობიექტი და არის 1 მოსაწევი სივრცე.

„არენას“ ერთდროულად 250-მდე ადამიანის მიღება შეუძლია, დღის განმავლობაში, ჯამში -700 ადამიანის.

„არენას“ ორივე აუზის ტერიტორიაზე 140 ადგილიანი პარკინგი აქვს.

ფასები აქ მომსახურების ტიპებისა და ვიზიტის ფორმის მიხედვით მერყეობს. საცურაო აუზსა და ფიტნეს კლუბში ერთჯერადი ვიზიტი 30 ლარი ღირს, 8 ვიზიტი - 165 ლარი, 10 ვიზიტი - 200 ლარი, ე.წ. ოქროს ბარათი კი - 1000 ლარი. 6-დან 16 წლამდე ბავშვებისთვის საცურაო აუზზე ერთჯერადი შესვლის ფასი 20 ლარია.

„ვაკის“ საცურაო აუზი წლის ყოველ სეზონზე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სტუმრებს დილის 7 სთ-დან საღამოს 11 სთ-მდე ეპატიჟება, დასვენების დღეებში - დილის 8 სთ-დან - საღამოს 10 საათამდე. ყოველდღიურად „ვაკის საცურაო აუზს“ 300-მდე ადამიანის მიღება შეუძლია.

ტერიტორიაზე 2 დახურული ტიპის საცურაო აუზია, მოზრდილებისა და ბავშვებისთვის. არის 100-ზე მეტი საშხაპე და 8 გასახდელი ოთახი, პერსონალური კარადებით. აქვეა ჯაკუზები, ორთქლის და ფინური საუნა, პინგ-პონგის დარბაზი, ვერანდა, სატრენაჟორო დარბაზები, კოსმეტოლოგის ოთახი, სპორტული მაღაზია. მსურველებს ასევე შეუძლიათ დაკავდნენ იოგით, აერობიკით, პილატესით, დაივინგით, კრივით და ისარგებლონ სხვა შეთავაზებული სერვისებით.

ტერიტორიაზე დაშვება სპეციალური სამაჯურის მეშვეობითაა შესაძლებელი.

„ვაკის საცურაო აუზის“ შიდა ტერიტორიაზე მოქმედებს ერთი კაფე და ერთი ბარი. მოწევა შესაძლებელია მხოლოდ ფოიეში არსებული კაფის ვერანდაზე.

შენობის გარშემო ტერიტორიაზე დაახლოებით 150 ადგილიანი პარკინგია.

ერთდღიანი ვიზიტის ღირებულება წყვილისთვის ვაკის საცურაო აუზზე 70 ლარი ღირს, დასვენების დღეებში - 80 ლარი. მუდმივი წევრობის შემთხვევაში, ძირითადი ფასები, მომსახურების ტიპის შესაბამისად, 180 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს.

ცურვა, ფიტნესი, ექსტრემი - სერვისები თბილისში აქტიური დასვენების მოყვარულთათვის

„კრწანისის რეზიდენციის აუზი“ მუშაობს მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე. აქ ერთი, ღია ტიპის აუზი და სატრენაჟორო დარბაზია. აუზს აქვს 3 გასახდელი და 8 საშხაპე.
ტერიტორიაზე განთავსებულია 1 კვების ობიექტი. არის 5 მოსაწევი სივრცე და 100 ადგილიანი პარკინგი.

აუზს ერთდროულად 100 სტუმრის მიღება შეუძლია. სამუშო დღეებში ერთჯერადი ვიზიტის ღირებულება 35 ლარია, დასვენების დღეებში - 45 ლარი.

ცურვა, ფიტნესი, ექსტრემი - სერვისები თბილისში აქტიური დასვენების მოყვარულთათვის

„ევროპარკის“ ტერიტორიაზე 5 ღია ტიპის აუზია. აქვეა გასართობი ატრაქციები და VIP ზონა. ტერიტორიაზე არის 1 საკვები ობიექტი და 2 მოსაწევი სივრცე. „ევროპარკს“ აქვს 80 ადგილიანი პარკინგი.

აკვაპარკი ღიაა დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე. შესვლის ღირებულება სამუშო დღეებში 30 ლარია, დასვენების დღეებში - 40 ლარი. მთელი სეზონის განმავლობაში, მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლების ვაუჩერებით.

ცურვა, ფიტნესი, ექსტრემი - სერვისები თბილისში აქტიური დასვენების მოყვარულთათვის

„სპორტ ტაიმი“ მომხმარებლებს ყოველდღე, დილის 7 საათიდან საღამოს 10 საათამდე ეპატიჟება. ტერიტორიაზე ერთი ღია, ერთი დახურული და ერთი საჭყუმპალაო აუზი მოქმედებს. არის 2 დამოუკიდებელი გასახდელი, ქალებისა და მამაკაცებისთვის და 24 საშხაპე.

დაწესებულებას ერთდროულად 600-მდე ვიზიტორის მიღება შეუძლია.

„სპორტ ტაიმს“ არ აქვს ექსტრემალური გასართობი ატრაქციები, თუმცა სტუმრებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, როგორიცაა: აერობიკა, ფიტნესი, მასაჟი, მშრალი საუნა, ცურვის შემსწავლელი კურსები, ზუმბა, ლათინო-ამერიკული ცეკვები და სხვ.

აუზის ტერიტორიაზე მოქმედებს ღია კაფე, დახურული რესტორანი და სასტუმრო.

მოწევა შესაძლებელია პარკინგის, ღია აუზის ტერიტორიასა და ღია კაფეში.

„სპორტ ტაიმს“ აქვს 100 ადგილიანი პარკინგი.

ღია და დახურულ აუზებზე ერთჯერადი ვიზიტის ღირებულება სამუშო დღეებში 20 ლარია, დასვენების დღეებში - 25 ლარი. დაშვების ბარათი კი, დამატებით 5 ლარი ღირს. მოქმედებს ფასდაკლების ვაუჩერები და ყოველთვიური აბონემენტები.

ცურვა, ფიტნესი, ექსტრემი - სერვისები თბილისში აქტიური დასვენების მოყვარულთათვის

„გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი“ წელიწადის ყველა სეზონზე ვიზიტორებს 3 დახურული ტიპის აუზს სთავაზობს, რომლებიც განკუთვნილია 3-დან 6 წლამდე, 6-დან 13 წლამდე და 13 წლის ზემოთ მომხმარებლებისთვის. ტერიტორიაზე 6 გასახდელი და ამდენივე საშხაპეა. სპორტულ ცენტრის სერვისებში ასევე შედის: წყალბურთი, ფიტნესი, აკვა აერობიკა, მასაჟი, თერმული აბაზანები, მხატვრული ტანვარჯიში და 2 საუნა.
ცენტრი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ღიაა დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე, კვირას - დილის 9 სთ-დან საღამოს 10 სთ-მდე. ცენტრს შეუძლია ერთდროულად 150-მდე ვიზიტორს უმასპინძლოს.

ცენტრის ტერიტორიაზე 1 კვების ობიექტი და 50-ადგილიანი პარკინგია. მოწევა მთელს სივრცეში, ყველგან აკრძალულია.

ერთჯერადი ვიზიტის ღირებულება 25 ლარია. ყოველთვიური ცურვის აბონემენტი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, 70 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს. მოქმედებს ფასდაკლების ვაუჩერებიც.