"ყველგან მეძავები დგანან" - არგენტინელი ქომაგების მოგზაურობა რუსეთში

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში მესი ხორვატიელების წინააღმდეგ თამაშობდა. არგენტინის ნაკრები დაბინავებულია "Courtyard Marriot"-ში, იქვე იმყოფებიან "ალბისელესტეს" გულშემატკივრებიც, რომლებმაც დიდი გზა გამოიარეს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად.
სასტუმროში მყოფი ქომაგების გარდა არიან ისეთებიც, ვინც მობილურ საცხოვრებელში იგივე ტრეილერში არიან დაბინავებულები. ლუისი, დავიდი და ჟუანი სწორედ მსგავს სატრანსპორტო საშუალებაში ცხოვრობენ. არგენტინელებმა ტრეილერი ლატვიის დედაქალაქ რიგაში იქირავეს.

თითოეულმა მათგანმა წამოიღო 2 000 დოლარი. ცნობისთვის, ეს არის არგენტინის მოქალაქის 2-3 თვის ხელფასი. "ალბისელესტეს" გულშემატკივრებს რუსეთში თითქმის ყველაფერი მოსწონთ, ყველაფერი მათი ნაკრების ასპარეზობის გარდა.
"ის, რაც სჭირს არგენტინას - არანორმალურია. ჩვენს ფეხბურთელებს თითქოს თამაში დაავიწყდათ, მესის კი სძინავს. მათ არ ჰქვიათ ნაკრები, ეს არის ლეოს სახელობის კლუბი. იმედია ისინი გამოფხიზლდებიან,"

სამხრეთ ამერიკელებმა მოიარეს რიგა, მოსკოვი და ნიჟნი ნოვგოროდი. საბედნიეროდ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა: "მიუხედავად იმისა, რომ რუსები გიჟებივით დაქრიან, ავარიას ადგილი არ ჰქონია. ჩვენს ქვეყანაშიც ანალოგიური სიტუაციაა, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად,"

მოგზაურობის დროს არგენტინელ ქომაგთან მივიდა რუსი გულშემატკივარი, რომელსაც ბრაზილიის ნაკრების მაისური ეცვა. ლუისს ეს ფაქტი დიდად არ ესიამოვნა:
"რატომ მაინცდამაინც ბრაზილია? მარადონა და მესი უფრო ძლიერები არიან ვიდრე პელე და რონალდინიო. ზოგადად კი არგენტინა-ბრაზილია ისტორიული დაპირისპირებაა, რომლის შესახებ საუბარი უსასრულოდ შეიძლება,"

"ალბისელესტეს" ფანებს ბევრი რამ მოეწონათ მათთვის უცნობ რუსეთში, მაგალითად საჭმელი. არგენტინელებმა გემრიელად მოილხინეს ერთ-ერთ მოსკოვურ რესტორანში:
"ჩვენ გავსინჯეთ კრევეტები, ძალიან გემრიელი იყო. ტრეილერში კი ძირითადად ხორცს ვჭამთ, მასთან ერთად - პასტას, ბრინჯსა და ბოსტნეულს. აგრეთვე მოგვეწონა რუსული ლუდი და პური,"

არგენტინელების მოგზაურობაში გაკვირვებასაც ჰქონდა ადგილი: "ღამით გართობა გვინდოდა და რამე კლუბს ვეძებდით. ქუჩაში, რომ გავედით მომენტალურად შეგვხვდნენ მეძავები, ისინი ყველგან იყვნენ, მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს ესეთი სახის გართობა,"

იმ ღამეს სამხრეთ ამერიკელებმა ვერ მოახერხეს დროის სასიამოვნოდ გატარება. ისინი დაბრუნდნენ ტრეილერში და დაიწყეს განვლილი მატჩების განხილვა:
"ჩვენს ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებმაც უკვე ამოწურეს თავი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ ერთსულოვნება აკლიათ. ძალიან მომეწონენ ხორვატიელები, ეტყობათ, რომ ისინი მოტივირებულები არიან,"