რა ღირს რონალდუ? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რა ღირს რონალდუ?


რა ღირს რონალდუ?

ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ მოულოდნელი კომენტარი გააკეთა: "მოხარული ვარ, რომ "რეალის" ღირსებას ვიცავდი. რაც შეეხება ჩემს მომავალს, გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამცნობთ. მადლობა ყველას, ჩვენ ისტორია შევქმენით,"

რა ღირს რონალდუ?

პორტუგალიელი ვარსკვლავის განცხადებამ საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. კრიშტიანუს კომენტარში აშკარად ჩანდა "სამეფო კლუბის" დატოვების სურვილი. ჟურნალისტებმა კი მომენტალურად დაიწყეს მკითხაობა რონალდუს მომავალ გუნდთან დაკავშირებით. ყველაზე პოპულარული ვერსია იყო ორი - "პსჟ" და "მანჩესტერ იუნაიტედი".

იმ დღის შემდეგ კრიშტიანუს პერსპექტივებთან დაკავშირებული ციებ-ცხელება თითქოს ჩაცხრა, თუმცა 7 ივნისს "Marca"-მ კვლავ თავდაყირა დააყენა საფეხბურთო სამყარო - ესპანური გამოცემის მტკიცებით, რონალდუ ძალიან ახლოს არის "რეალის" დატოვებასთან.

რა ღირს რონალდუ?

რატომ?

მიზეზი ბანალურია - ფული. კრიშტიანუს ხელფასის გაზრდა სურს, პერესი კი უარს ამბობს პორტუგალიელი ვარსკვლავის ახირების დაკმაყოფილებაზე. "სამეფო კლუბის" პრეზიდენტის მოთაფლვა ჟორჟე მენდეშმაც ვერ მოახერხა, აშკარაა, რომ ფლო თავის პრინციპებს არ გადაუხვევს.

რონალდუს წლიური გასამრჯელო 21 მილიონ ევროს შეადგენს, რომლის მომატებას პორტუგალიელი 30 მილიონამდე ლამობდა. ალბათ ღირსების საკითხია მესიზე უკეთესი კონტრაქტის გაფორმება.

რა ღირს რონალდუ?

კრიშტიანუს მეგობარმა და ჟურნალისტმა ნუნუ გომეშმა თავის ბლოგში დაწერა: "რონალდუ უფრო მეტს იმსახურებს. ის ითხოვს ისეთ მოპყრობას როგორსაც მესი არ არის მოკლებული "ბარსელონაში" და უნდა ითქვას, რომ კრიშტიანუ ყველაფერში მართალია,"

"კატალონიაში აფასებენ თავის საუკეთესო ფეხბურთელებს, მათ უხანგრძლივებენ კონტრაქტებს და ხელფასსაც უმატებენ, პორტუგალიელის მიმართ კი პერესი ცივსისხლიანად იქცევა,"

რა ღირს რონალდუ?

ფასი

გომეში აგრძელებს, რომ რონალდუს კარიერის გასაგრძელებლად ორი ვარიანტი გააჩნია: "ახალი ამბავი არ არის, რომ "პსჟ" დიდი ხანია ოცნებობს კრიშტიანუს ხელში ჩაგდებაზე. არსებობს კიდევ "მანჩესტერი", რომელთანაც პორტუგალიელს დღემდე აკავშირებს თბილი მოგონებები,"

ესპანელი ჟურნალისტების აზრით ფავორიტი სწორედ პარიზული კლუბია, მაგრამ არის პრობლემა ფინანსური ფეარ-პლეის სახით. რონალდუს სატრანსფერო ღირებულება მინიმუმ 150 მილიონ ევროს შეადგენს, "პსჟ" კი მოსალოდნელი სანქციების გამო ვერ შეძლებს ამხელა ფულის გადახდას.

რა ღირს რონალდუ?

აქედან გამომდინარე აქტუალურობას იძენს შემდეგი სცენარი - კრიშტიანუს გაცვლა ნეიმარზე. საიდუმლო აღარ არის, რომ ბრაზილიელ ვარსკვლავს "რეალში" თამაში სურს, ამავდროულად ექს-"ბარსელონელის" გაფორმებას თავად პერესიც ლამობს.

მარტივი სქემაა - "პსჟ"-ს უნდა რონალდუ, "რეალს" კი ნეიმარი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პარიზელები მზად არიან კრიშტიანუს წელიწადში 45 მილიონი ევრო გადაუხადონ.

რა ღირს რონალდუ?

თანაგუნდელების რეაქცია

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ სერხიო რამოსმა გააკრიტიკა თავისი პორტუგალიელი თანაგუნდელი ხმამაღალი განცხადებების გამო, თუმცა შემდეგ დაიცვა: "რონალდუს გოლი რომ გაეტანა, მსგავს კომენტარს არ გააკეთებდა,"

რა ღირს რონალდუ?

რაც შეეხება ნეიმარის ტრანსფერს, აქ უკვე მარსელო ჩაერთო საქმეში: "რონალდუ "რეალის" მფლობელი არ არის და თუ პერესს სურს ჩემი თანამემამულის გაფორმება, მას აუცილებლად მიიღებენ. ნეიმარისთვის კარი ყოველთვის ღიაა,"

ბოლოს კი ერთი საინტერესო ფაქტი - რამდენიმე დღის წინ "სამეფო კლუბმა" ვიდეორგოლის საშუალებით ახალი ფორმა წარადგინა, აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ კლიპში არ ფიგურირებს.

რეალის 2018-2019 წლის სეზონის ფორმისთვის მიძღვნილი ვიდეო


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები