რატომ თქვა უარი მერტენსმა ჩინეთში წასვლაზე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რატომ თქვა უარი მერტენსმა ჩინეთში წასვლაზე?


რატომ თქვა უარი მერტენსმა ჩინეთში წასვლაზე?

"ნაპოლის" თავდამსხმელმა, დრის მერტენსმა, აღიარა, რომ ჩინეთში გადაბარგების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ არ გამოიყენა.

"ჩინეთში გადასვლის შესაძლებლობა მქონდა, სადაც მთელი კარიერის განმავლობაში გამომუშავებულ თანხაზე ორჯერ მეტს მიხდიდნენ, მაგრამ ჩემს მეუღლეს იქ ცხოვრება არ სურს, ამიტომ ეს არც არასოდეს მოხდება", - განაცხადა მერტენსმა.

31 წლის ბელგიელი შემტევი ნეაპოლური კლუბის ღირსებას 2013 წლის ზაფხულიდან იცავს და ბოლო ორ წელიწადში ფანტასტიკურად გამოიყურება.

გასულ სეზონში დრის მერტენსმა 49 თამაშში 22 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები