შედეგიანი ფრე რუსთავსა და სიონს შორის [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შედეგიანი ფრე რუსთავსა და სიონს შორის [VIDEO]



ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ერთმანეთს "რუსთავი" და "სიონი" დაუპირისპირდნენ.

რუსთაველებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს, თავი ზაზა ციცქიშვილმა გამოიჩინა, თუმცა ალექსანდრე გურეშიძემ 43-ე წუთზე გაათანაბრა.

"რუსთავმა" მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო. ციცქიშვილმა დუბლი შეასრულა. 76-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ჯაბა უგულავამ დააფიქსირა - 2:2.

ამ ფრით "სიონმა" 10 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა ადგილზეა, "რუსთავი" კი 15 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

შედეგიანი ფრე რუსთავსა და სიონს შორის [VIDEO]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები