საოცარი მატჩი ამერიკაში: 7 გატანილი ბურთი, ყაზაიშვილის გოლი და დასანანი მარცხი [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საოცარი მატჩი ამერიკაში: 7 გატანილი ბურთი, ყაზაიშვილის გოლი და დასანანი მარცხი [VIDEO]



ამერიკაში გაიმართა დრამატული და უხვგოლიანი დაპირისპირება სან ხოსესა და ლოს ანჯელესს შორის.

შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ლამაზი დარტყმით გახსნა, თუმცა 10 წუთიან მონაკვეთში მეტოქემ 2 გოლი გაიტანა და წინ გავიდა.

სან ხოსემ მეორე ტაიმში მოუმატა, ვონდოლოვსკიმ დუბლი შეასრულა და გუნდი წინ გაიყვანა.

თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ლოს ანჯელესმა კიდევ 2 გოლი გაიტანა და ამ დრამატულ მატჩში 4:3 გაიმარჯვა.

ყაზაიშვილმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. 14 ტურის შემდეგ, სან ხოსე ბოლოსწინა ადგილზეა. გუნდს უკვე ზედიზედ 4 წაგება აქვს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები