ჰამშიკმა ნაპოლის ჩინეთში გაშვება სთხოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰამშიკმა ნაპოლის ჩინეთში გაშვება სთხოვა


ჰამშიკმა ნაპოლის ჩინეთში გაშვება სთხოვა

"ნაპოლის" კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მარეკ ჰამშიკმა, არჩევანი მაინც ჩინეთზე გააკეთა და კლუბის დატოვება მოითხოვა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, 30 წლის სლოვაკი "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, შეხვდა და თხოვა, რომ ჩინეთში გაუშვას.

მარეკ ჰამშიკის გადაბირებას "გუანჟოუ ევერგრანდი" ცდილობს, რომელიც მზად არის ნეაპოლურ კლუბს 30 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო მარეკს წელიწადში 12 მილიონ ევროს სთავაზობს.

მარეკ ჰამშიკი "ნაპოლის" ღირსებას 2007 წლიდან იცავს და ნეაპოლური კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

სლოვაკი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2020 წლამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები