ჰოფენჰაიმი შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰოფენჰაიმი შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს


ჰოფენჰაიმი შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ადგილოსანი "ჰოფენჰაიმი" ახალი სეზონისათვის შემადგენლობის შევსებას აქტიურად განაგრძობს.

გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა დღეს მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველის, ვინჩენცო გრიფოს, ტრანსფერი დაადასტურა.

გრიფომ "სოფლელებთან" 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და "ჰოფენჰაიმის" ღირსებას 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე დაიცავს.

გასულ სეზონში 25 წლის გერმანელმა ბუნდესლიგის 17 თამაშში 4 ასისტი გააკეთა.

"ჰოფენჰაიმმა", რომელიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ სტადიაზე პირველად იასპარეზებს, უკვე მე-4 მოთამაშე დაიმატა. აქამდე "სოფლელებს" ჯოშუა ბრენეტი, ისაკ ბელფოდილი და ლეონარდო ბიტენკურტი შეუერთდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები