ლაციო ლივერპულის ნახევარმცველით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლაციო ლივერპულის ნახევარმცველით დაინტერესდა


ლაციო ლივერპულის ნახევარმცველით დაინტერესდა

"ლივერპულის" ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველი, მარკო გრუიჩი, რომის "ლაციოს" ინტერესის ქვეშ მოექცა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "არწივები" 22 წლის სერბი მოთამაშის დამატებას ზაფხულში შეეცდებიან.

მარკო გრუიჩი მერსესაიდულმა გრანდმა 2016 წელს დაიმატა, მაგრამ მარკომ მერსესაიდულ გრანდში ფეხი ვერ მოიკიდა.

გასული სეზონის მეორე ნახევარი გრუიჩმა იჯარის წესით "კარდიფ სიტიში" ჩაატარა და ჩემფიონშიფის 13 თამაშში 1 ბურთის გატანა მოახერხა.

მარკო გრუიჩის მოქმედი კონტრაქტი "ლივერპულთან" 2020 წლამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები