MARCA: რეალს დრო აღარ აქვს, გეგმა B-ის დროა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

MARCA: რეალს დრო აღარ აქვს, გეგმა B-ის დროა


MARCA: რეალს დრო აღარ აქვს, გეგმა B-ის დროა

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ მადრიდის "რეალს" დრო აღარ აქვს და ფლორენტინო პერესმა გეგმა B-ზე უნდა დაიწყოს მუშობა.

ივნისის დასაწყისში გუნდიდან ზინედინ ზიდანი წავიდა და პერესმა ჯერ-ჯერობით მისი შემცვლელი ვერ იპოვნა.

პირველი ვარიანტი მაურისიო პოჩეტინო იყო, თუმცა მას "ტოტენჰემთან" 5-წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და გუნდს ვერ დატოვებს.

MARCA კი წერს, რომ პერესი არგენტინელს უნდა შეეშვას და სხვა მწვრთნელზე დაიწყოს ფიქრი.

14 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, თუმცა ის მოთამაშეები, რომლებიც მუნდიალზე არ მონაწილეობენ, უკვე კლუბებში შეკრებას დაიწყებენ.

მადრიდის "რეალს" კი ჯერ-ჯერობით მწვრთნელი არ ჰყავს და ცხადია, რომ ახალი სეზონისთვის სათანადოდ ვერ მოემზადება.

ასევე იხილეთ:

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

17 მილიონი კვერკველიას სანაცვლოდ - გადავა ქართველი პრემიერ ლიგაში?

კრიშტიანუ რონალდუს უარი მადრიდის რეალს!


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები