რონალდუ ასეთი გაბრაზებული არასდროს ყოფილა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდუ ასეთი გაბრაზებული არასდროს ყოფილა


რონალდუ ასეთი გაბრაზებული არასდროს ყოფილა

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA კრიშტიანუ რონალდუს სატრანსფერო თემაზე წერს.

წყაროს თანახმად, პორტუგალიელი ფეხბურთელი ასე გაბრაზებული არასდროს ყოფილა, რადგან გუნდთან შეთანხმება ვერ ხერხდება.

"რეალი" არ აპირებს, რომ კრიშტიანუს ხელფასი გაუზარდოს და ამავდროულად არც მის გაშვებას გეგმავს. სწორედ ეს იწვევს რონალდუს გაბრაზებას.

პორტუგალიელის გამოსყიდვის ღირებულება 1 მილიარდ ევროს უდრის და ცხადია, რომ ამხელა თანხას არც ერთი კლუბი არ გადაიხდის, პერესი კი არ აპირებს, რომ 33 წლის შემტევი დაბალ ფასად გაასხვისოს.

ის მინიმუმ 150 მილიონ ევროს მოითხოვს.

ასევე იხილეთ:

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

17 მილიონი კვერკველიას სანაცვლოდ - გადავა ქართველი პრემიერ ლიგაში?

კრიშტიანუ რონალდუს უარი მადრიდის რეალს!


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები