ტიაგო სილვას მილანში დაბრუნება სურს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტიაგო სილვას მილანში დაბრუნება სურს?


ტიაგო სილვას მილანში დაბრუნება სურს?

"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურმა მცველმა, ტიაგო სილვამ, "მილანთან" განსაკუთრებულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და "როსონერიში" დაბრუნება არ გამორიცხა.

"მილანი" ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება, მათ უარი როგორ უნდა ვუთხრა?

მომავალზე საუბარი რთულია, მაგრამ ფეხბურთში არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. ყველაფერი შესაძლებელია. "მილანში" დაბრუნება და კარიერის იქ გაგრძელება - მშვენიერი იქნება.

გატუზო? ის ამ მომენტისთვის იდეალური პიროვნებაა ჩემთვის. კლუბის დიდი ქომაგი ვარ და მათ გამოსვლას ყურადღებით ვაკვირდები. იტალიურ და ევროპულ ფეხბურთს ნამდვილი "მილანი" სჭირდება", - განაცხადა სილვამ.

33 წლის ბრაზილიელი მილანური გრანდის ღირსებას 2009-2012 წლებში იცავდა და პარიზულ კლუბს 46 მილიონ ევროდ შეუერთდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი.

ასევე იხილეთ:

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

17 მილიონი კვერკველიას სანაცვლოდ - გადავა ქართველი პრემიერ ლიგაში?

კრიშტიანუ რონალდუს უარი მადრიდის რეალს!


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები