ნაპოლიმ შესაძლოა სერი დაიმატოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაპოლიმ შესაძლოა სერი დაიმატოს


ნაპოლიმ შესაძლოა სერი დაიმატოს

"ნიცას" შემტევი ნახევარმცველი, ჟან-მიშელ სერი ნეაპოლურ კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

სერის აგენტმა, ფრანკლინ მალამ, ფრანგულ პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ სერის საკუთარ გუნდში ხილვა "ნაპოლის" ახალ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის სურს.

თავად ჟან-მიშელიც თანახმაა, რომ კარიერა იტალიის ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობაში გააგრძელოს.

26 წლის აფრიკელმა მოთამაშემ ლიგა 1-ს გასულ სეზონში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები