წარსულში რეალისა და ბარსას მე-3 მეკარე, რომელიც ზიდანს შეცვლის - ხულენ ლოპეტეგი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

წარსულში რეალისა და ბარსას მე-3 მეკარე, რომელიც ზიდანს შეცვლის - ხულენ ლოპეტეგი


წარსულში რეალისა და ბარსას მე-3 მეკარე, რომელიც ზიდანს შეცვლის - ხულენ ლოპეტეგი

მადრიდის "რეალი" არის კლუბი, სადაც წარმატებას აღწევენ მხოლოდ ორი კატეგორიის მწვრთნელები: პირველი - შემდგარი სპეციალისტები (ანჩელოტი, კაპელო, მოურინიო) და სულით მადრიდისტები (დელ ბოსკე, ზიდანი).

დანარჩენები, რომლებიც აღნიშნულ მწვრთნელთა კლასს არ მიუკუთვნებოდნენ, ტყვილად დაკარგეს კარიერის წლები "ბლანკოსში". თავად განსაჯეთ - ბენიტესი, პელეგრინი, შუსტერი, რამოსი, ლუშემბურგო. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი არ იყვნენ "რეალის" დონის.

წარსულში რეალისა და ბარსას მე-3 მეკარე, რომელიც ზიდანს შეცვლის - ხულენ ლოპეტეგი

ხულენ ლოპეტეგი ჯერჯერობით არ მიეკუთვნება მწვრთნელთა ელიტას. დიახ, ის პერსპექტიულია, თუმცა უტიტულო. ამასთან ერთად ესპანელი ნამდვილად არ ითვლება "სამეფო კლუბის" ლეგენდად (მხოლოდ 3 მატჩი ძირითად შემადგენლობაში, 1988-1991 წლებში).

აქედან გამომდინარე ისმის ლოგიკური კითხვა - ნაადრევი ხომ არ არის ლოპეტეგის ხილვა "რეალში"? უფრო სწორედ მომწიფდა თუ არა ხულენი გუნდისთვის, რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა?

წარსულში რეალისა და ბარსას მე-3 მეკარე, რომელიც ზიდანს შეცვლის - ხულენ ლოპეტეგი

საკლუბო დონეზე ლოპეტეგის კარიერა არც ისეთი შთამბეჭდავია. ესპანეთის ნაკრებამდე ხულენი სათავეში ედგა "პორტოს", რომელთან ერთადაც მან პორტუგალიის ჩემპიონატის მოგებაც ვერ მოახერხა. ცნობისთვის, კაზემირო სწორედ ესპანელის თავკაცობის პერიოდში თამაშობდა "დრაკონების" შემადგენლობაში.

წარსულში რეალისა და ბარსას მე-3 მეკარე, რომელიც ზიდანს შეცვლის - ხულენ ლოპეტეგი

იყო კიდევ ერთი სეზონი "რეალის" ბ-გუნდში, თუმცა ხულენს არც მანდ მიუღწევია რაიმე განსაკუთრებულისთვის, იგივე გუტის ბევრად უფრო კარგი შედეგები აქვს "კასტილიაში" დღეს.

წარსულში რეალისა და ბარსას მე-3 მეკარე, რომელიც ზიდანს შეცვლის - ხულენ ლოპეტეგი

ლოპეტეგი უკვე 51 წლის და "სამეფო კლუბი" მისთვის არის ერთგვარი გამოცდა, მაგრამ იქამდე ჯერ მსოფლიო ჩემპიონატია გადასაგორებელი. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.

"რეალში" სასწრაფოდ არის საჭირო სატრანსფერო საკითხების მოგვარება, ხულენი კი რამდენიმე კვირით მოწყვეტილი იქნება თავის ახალ გუნდს. აქედან გამომდინარე ლოპეტეგი ყველაფერს მოაგვარებს დისტანციურად ან მის ნაცვლად ამ საქმეს გააკეთებს პერესი.

წარსულში რეალისა და ბარსას მე-3 მეკარე, რომელიც ზიდანს შეცვლის - ხულენ ლოპეტეგი

პირველი ვარიანტი - ცუდი იდეაა. მუნდიალის დროს სხვა საქმეზე ყურადღების გადატანა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, თუმცა არც მეორე გეგმა ჩანს კარგი. იმ შემთხვევაში თუ "რეალის" ფეხბურთელთა დარჩენა-არდარჩენის საკითხზე იზრუნებს პერესი, ხულენს მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ არ დახვდება ის გუნდი, რომელიც მის წარმოდგენაში იქნებოდა.

წარსულში რეალისა და ბარსას მე-3 მეკარე, რომელიც ზიდანს შეცვლის - ხულენ ლოპეტეგი

დიდ როლს აგრეთვე თამაშობს თავად ესპანეთის ნაკრების ასპარეზობა მუნდიალზე. მინიმუმ 1/2 ფინალში გასვლის შემთხვევაში, ლოპეტეგის სტატუსი მნიშვნელოვნად ამაღლდება, თუმცა თუ "ფურია როხა" ნაადრევად გამოვარდება, ხულენს წნეხის ქვეშ ყოფნა მოუწევს მადრიდში.

კარგად გვახსოვს მწვრთნელები, რომლებიც სხვადასხვა დროს სწორედ ამ ზეწოლას ვერ უძლებდნენ. მითუმეტეს რთულია "რეალის" დამრიგებლობა ზიდანის შემდეგ. დღეს ლოპეტეგი არის უბრალოდ პერსპექტიული სპეციალისტი, ვნახოთ ვინ იქნება ესპანელი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისას.

წარსულში რეალისა და ბარსას მე-3 მეკარე, რომელიც ზიდანს შეცვლის - ხულენ ლოპეტეგი

ცალკე აღნიშნვის თემაა "სამეფო კლუბის" მენეჯმენტი. მადრიდელები ისე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს მომავალ მწვრთნელთან, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგო. სანამ მთელი მსოფლიო საუბრობდა ვენგერზე, კონტეზე, ლიოვზე და პოჩეტინოზე, "ბლანკოსმა" თითქოს დახურულ კარს მიღმა ისე შეარჩია ზიდანის შემცვლელი.

ვისთვისაც ლოპეტეგის სახელი ჯერ კიდევ უცხოა, გთავაზობთ ერთ საინტერესო ფაქტს მისი ბიოგრაფიიდან - ხულენი თავის დროზე ფეხბურთელი იყო და მეკარის პოზიციაზე თამაშობდა. სხვადასხვა დროს ესპანელი ირიცხებოდა მესამე კიპერად, როგორც "რეალში", ისე "ბარსელონაშიც".

წარსულში რეალისა და ბარსას მე-3 მეკარე, რომელიც ზიდანს შეცვლის - ხულენ ლოპეტეგი

ორივე გრანდში მან დაჰყო 3-3 სეზონი და ჯამში ჩაატარა 10 მატჩი. მხოლოდ "ლოგრონესსა" და "რაიო ვალეკანოში" ითამაშა ლოპეტეგიმ სრულფასოვნად, საიდანაც ხულენი ესპანეთის ნაკრების სამუნდიალო განაცხადშიც მოხვდა 1994 წელს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები