რეალის ახალმა მწვრთნელმა რონალდუს შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალის ახალმა მწვრთნელმა რონალდუს შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა


რეალის ახალმა მწვრთნელმა რონალდუს შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა

მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ესპანეთის ნაკრების თავკაცი ხულენ ლოპოტეგი ჩაიბარებს.

1 დღით ადრე, 51 წლის სპეციალისტმა პრესასთან ისაუბრა, სადაც კრიშტიანუ რონალდუზეც გააკეთა კომენტარი.

ამ დროს, არ იყო დადასტურებული, რომ ის "რეალს" გაწვრთნიდა, თუმცა ცხადია, რომ პირადად მას უკვე შეთანხმება ჰქონდა.

"კრიშტიანუ ამ ერის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ამავდროულად ევროპის მოქმედი ჩემპიონი.

მისი მომავალი "რეალში?" ეს მე არ მეხება", - ასე უპასუხა მან, რადგან ამ დროს "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელი არ იყო.

ასევე იხილეთ:

10 ტალანტი, რომელიც 2018 წლის მუნდიალზე გაიბრწყინებს

მუნდიალის რომელი ნაკრების შემადგენლობაა ყველაზე ძვირადღირებული?

1/4 ფინალი, არგენტინა - ესპანეთი - რა შემთხვევაში შეხვდება ეს წყვილი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები