ოფიციალურად: ლემარი ატლეტიკოში გადავიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: ლემარი ატლეტიკოში გადავიდა


ოფიციალურად: ლემარი ატლეტიკოში გადავიდა

მადრიდის "ატლეტიკომ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტომას ლემარი "მონაკოდან" დაიმატეს.

22 წლის ფრანგის დამატება "ლივერპულს" და "არსენალსაც" სურდათ, თუმცა მან არჩევანი მადრიდულ გუნდზე გააკეთა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენ წლიანი კონტრაქტი გააფორმა ლემარმა "ატლეტიკოსთან" და რა თანხა გადაიხადა გუნდმა მის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ ის "მონაკომ" 2015 წელს "კაენიდან" დაიმატა.

ის საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 2016 წლიდან გამოდის და 12 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

ასევე იხილეთ:

10 ტალანტი, რომელიც 2018 წლის მუნდიალზე გაიბრწყინებს

მუნდიალის რომელი ნაკრების შემადგენლობაა ყველაზე ძვირადღირებული?

1/4 ფინალი, არგენტინა - ესპანეთი - რა შემთხვევაში შეხვდება ეს წყვილი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები