"რატომ არ აკეთებს რეალი ყველაფერს რონალდუს შესანარჩუნებლად?", - პორტუგალიელი ლეგენდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"რატომ არ აკეთებს რეალი ყველაფერს რონალდუს შესანარჩუნებლად?", - პორტუგალიელი ლეგენდა



პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ვიტორ ბაიამ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე ისაუბრა.

იწერება, რომ 33 წლის შემტევს "რეალის" დატოვება სურს და გუნდიც დიდად არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნოს ის.

"არ მესმის, რატომ არის კრიშტიანუ რონალდუს დონის ფეხბურთელი ასეთ სიტუაციაში. პირადად მე, უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს მისი მდგომარეობის გამო.

ჩვენ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ და რთული დასაჯერებელია, რომ "რეალი" მის შესანარჩუნებლად ყველაფერს არ აკეთებს", - განაცხადა ბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ის პორტუგალიის ნაკრების კარს 1990-2002 წლებში იცავდა.

ასევე იხილეთ:

10 ტალანტი, რომელიც 2018 წლის მუნდიალზე გაიბრწყინებს

მუნდიალის რომელი ნაკრების შემადგენლობაა ყველაზე ძვირადღირებული?

1/4 ფინალი, არგენტინა - ესპანეთი - რა შემთხვევაში შეხვდება ეს წყვილი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები