გრიზმანი ტრანსფერზე: "გადაწყვეტილება მივიღე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გრიზმანი ტრანსფერზე: "გადაწყვეტილება მივიღე"


გრიზმანი ტრანსფერზე:

მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

ბოლო პერიოდში ხშირად იწერება, რომ მისი დამატება "ბარსელონას" სურს.

26 წლის შემტევმა განაცხადა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ყველაფერს გაასაჯაროვებდა, თუმცა მან უბრალოდ თქვა, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს და რა არის ეს გადაწყვეტილება არ დააკონკრეტა.

"ტრანსფერი? დღეს ამაზე საუბარი არ შეიძლება. დიახ, გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს, თუმცა ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ", - განაცხადა გრიზმანმა.

ასევე იხილეთ:

10 ტალანტი, რომელიც 2018 წლის მუნდიალზე გაიბრწყინებს

მუნდიალის რომელი ნაკრების შემადგენლობაა ყველაზე ძვირადღირებული?

1/4 ფინალი, არგენტინა - ესპანეთი - რა შემთხვევაში შეხვდება ეს წყვილი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები