მჭედლიძე სერია ა-ში ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მჭედლიძე სერია ა-ში ითამაშებს


მჭედლიძე სერია ა-ში ითამაშებს

იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე სერია ა-ში ითამაშებს.

მჭედლიძეს "ემპოლისთან" კონტრაქტი ეწურება, თუმცა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ის გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

"ემპოლიმ" გასული სეზონი იდეალურად ჩაატარა, ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა და სერია ა-ში დაბრუნდა.

რაც შეეხება მჭედლიძეს, ლევანს ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. ახლა კი მწყობრშია და ახალი სეზონისთვის ემზადება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები