ფერნანდო ტორესს ფრანგული კლუბი ეპატიჟება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფერნანდო ტორესს ფრანგული კლუბი ეპატიჟება


ფერნანდო ტორესს ფრანგული კლუბი ეპატიჟება

"ლილი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე გამოცდილი თავდამსხმელით აპირებს გაძლიერებას.

როგორც GFFN იუწყება, კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცნენ 31 წლის ლოიკ რემი, რომელიც "ლას პალმასის" რიგებში ირცხება და 34 წლის ფერნანდო ტორესი, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება.

რემიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი "ხეტაფეში" იჯარის წესით გაატარა. 2017/18 წლების სეზონში მან ლა ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 8 გოლი შეაგდო.

ტორესმა "ატლეტიკოს" რიგებში ესპანეთის ჩემპიონატში 27 შეხვედრაში 5-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები