ბორდომ მალკომი ინტერს 40 მლნ ევროდ არ მიჰყიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბორდომ მალკომი ინტერს 40 მლნ ევროდ არ მიჰყიდა


ბორდომ მალკომი ინტერს 40 მლნ ევროდ არ მიჰყიდა

"ბორდომ" გარემარბ მალკომის თაობაზე "ინტერის" წინადადება უარყო, იუწყება RMC.

იტალიური კლუბი მზად იყო 21 წლის ბრაზილიელში 40 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ფრანგებმა ამ წინადადებაზე უარი თქვეს.

თუმცა, "ბორდომ" წინადადებაზე უარი არა შეთავაზებული თანხის გამო, არამედ გადახდის ვარიანტის გამო თქვა.

2017/18 წლების სეზონში მალკომმა ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები