Bild: ლენოს მომავლი კლუბის ვინაობა ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

Bild: ლენოს მომავლი კლუბის ვინაობა ცნობილია


Bild: ლენოს მომავლი კლუბის ვინაობა ცნობილია

ლევერკუზენის "ბაიერის" გოლკიპერი, ბერნდ ლენო, სავარაუდოდ კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

ცნობილი გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ 26 წლის გერმანელი კიპერის გაფორმებასთან ლონდონის "არსენალია" ახლოს.

გარდა ამისა, "Sky Sports-ს" ინფორმაციით, "მეთოფეები" მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაში არიან და ლენოს უახლოეს მომავალში ოფიციალურად გაიფორმებენ.

მოსალოდნელია, რომ ბერნდ ლენო "არსენალში" ახალი სეზონიდან პირველი ნომერი იქნება და პიტერ ჩეხს ჩაანაცვლებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები