ოფიციალურად: ინძაგი სერია ა-ში დაბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: ინძაგი სერია ა-ში დაბრუნდა


ოფიციალურად: ინძაგი სერია ა-ში დაბრუნდა

ლეგენდარული იტალიელი თავდამსხმელი, ფილიპო ინძაგი, "ბოლონიას" მთავარი მწვრთნელი გახდა.

იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ ფილიპომ დღეს 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პიპო ინძაგიმ ამ ზაფხულს "ვენეცია" დატოვა, რომელიც ჯერ სერია ბ-ში გადაიყვანა და შემდეგ სერია ა-ს საგზურის მოსაპოვებლად ფლეი-ოფშიც გაიყვანა, მაგრამ დამარცხდა.

44 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა "მილანში" დაიწყო, "ბოლონიას" თავკაცის პოსტზე რობერტო დონადონის ცვლის.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბოლონია ფილიპო ინძაგი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები