ალეგრიმ რეალი უარით გაისტუმრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრიმ რეალი უარით გაისტუმრა


ალეგრიმ რეალი უარით გაისტუმრა

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, აღიარა, რომ მადრიდის "რეალისგან" ჰქონდა შემოთავაზება.

"ვუთხარი თუ არა უარი ამ ორ კლუბს? მოდი უბრალოდ ვთქვათ, რომ "იუვენტუსს" ვუთხარი დიახ, ვინაიდან ამ კლუბის ხელმძღვანელობასა და ჩემს კონტრაქტს პატივს ვცემ.

ფლორენტინო პერესის მადლობელი ვარ იმისათვის, რომ ჩემით დაინტერესდა და მოლაპარაკებები წამოიწყო.

"იუვენტუსის" გეგმები, რომლებიც ყოველწლიურად უმჯობესდება, ყოველთვის მომწონდა. მსურს, რომ გავაგრძელო გუნდის განვითარება და კლუბს ყველაფერი მოვაგებინო", - განაცხადა მაქსი ალეგრიმ.

50 წლის იტალიელი სპეციალისტი ტურინულ გრანდს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს და 4 წელიწადში "იუვენტუსი" იტალიაში სრულ დომინანტად აქცია: 4 სკუდეტო, 4 იტალიის თასი, 3 სუპერთასი. გარდა ამისა, "იუვემ" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ (2015, 2017) ითამაშა.

მასიმილიანოს მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი.

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ "სამეფო კლუბის" ახალი თავკაცი ესპანელი ხულენ ლოპეტეგი იქნება.

ასევე იხილეთ:

"როცა ესპანეთის მწვრთნელი ხარ, რეალთან კონტრაქტი არ უნდა გააფორმო", - რატომ გაუშვეს ლოპოტეგი?

ვინ გაწვრთნის ესპანეთს მსოფლიოზე? - პრეზიდენტის განცხადება

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 29 საათით ადრე, ესპანეთის ნაკრებმა მწვრთნელი გაუშვა

4 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ლოპოტეგი შეცვალოს


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები