რუმენიგემ სატრანსფერო სიახლეებზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რუმენიგემ სატრანსფერო სიახლეებზე კომენტარი გააკეთა


რუმენიგემ სატრანსფერო სიახლეებზე კომენტარი გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ყველა აქტუალურ სატრანსფერო შეკითხვას გასცა პასუხი.

კერძოდ, კალემ ჟერომ ბოატენგის, რობერტ ლევანდოვსკისა და ტიაგო ალკანტარას შესაძლო წასვლაზე ისაუბრა. აგრეთვე, კევინ ფოგტის ტრანსფერიც გამორიცხა.

"ჟერომ ბოატენგს შეუძლია, რომ სხვა კლუბებთან აწარმოოს მოლაპარაკებები, მაგრამ მას მხოლოდ კარგი წინადადების შემთხვევაში გავუშვებთ.

რობერტ ლევანდოვსკი კლუბში დარჩება.

ტიაგო ალკანტარაზე წინადადება არ მიგვიღია.

კევინ ფოგტის ვარიანტს არ განვიხილავთ", - განმარტა რუმენიგემ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი რუმენიგე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები