ალეგრი: "ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იღბალიც საჭიროა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრი: "ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იღბალიც საჭიროა"


ალეგრი:

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ათლწეულში შექმნილ ტენდენციაზე ისაუბრა.

"ბოლო 11 წლის განმავლობაში "რეალმა" და "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა 4-4-ჯერ მოიგეს, თითოჯერ კი ტიტული "ინტერმა", "ბაიერნმა" და "ჩელსიმ" მოიპოვეს.

ბოლო 11 წლის განმავლობაში რონალდუ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 6-ჯერ გახდა, მესი კი - 5-ჯერ და ოქროს ბურთს ბოლო ათწლეულია სწორედ ისინი ინაწილებენ.

ფინალში გასვლა და ამ სტატისტიკის გაფუჭება რთულია. "იუვენტუსმა" სცადა - ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელმაც ბოლო 4 წელიწადში "რეალი" დაამარცხა.

ფინალში ორჯერ გავედით. ერთხელ "რეალთან" წავაგეთ, მანამდე კი - "ბარსელონასთან". ფინალში ყველაფერი კიდევ უფრო რთულია, რადგან იღბალიც საჭიროა", - განაცხადა ალეგრიმ.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები