არსენალი ორ ფეხბურთელს იმატებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენალი ორ ფეხბურთელს იმატებს


არსენალი ორ ფეხბურთელს იმატებს

"არსენალი" "ლევერკუზენის" მეკარის, ბერნდ ლენოს დამატებასთან ახლოსაა, იუწყება გავლენიანი გამოცემა Sky Sports.

არსებული ინფორმაციით, "მეთოფეებმა" შეთანხმებას მიაღწიეს დორტმუნდის "ბორუსიას" მცველ სოკრატის პაპასტატოპულოსის ტრანსფერზეც.

26 წლის მეკარეს ლევერკუზენელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება. 30 წლის უკანახაზელს დორტმუნდელებთან ხელშეკრულება 2018/19 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

ორივე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება, transfermarkt.de-ს ვერსიით, 20 მილიონ ევროდ ფასდება.

შეგახსენებთ, "არსენალი" მაისის თვეში უნაი ემერიმ ჩაიბარა. ესპანელმა სპეციალისტმა არსენ ვენგერი შეცვალა, რომელიც გუნდს 1996 წლიდან წვრთნიდა.

ასევე იხილეთ:

"როცა ესპანეთის მწვრთნელი ხარ, რეალთან კონტრაქტი არ უნდა გააფორმო", - რატომ გაუშვეს ლოპოტეგი?

ვინ გაწვრთნის ესპანეთს მსოფლიოზე? - პრეზიდენტის განცხადება

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 29 საათით ადრე, ესპანეთის ნაკრებმა მწვრთნელი გაუშვა

4 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ლოპოტეგი შეცვალოს


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები