"პერესს ვესაუბრე და მიწვევდა", - რატომ უთხრა ალეგრიმ უარი რეალს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"პერესს ვესაუბრე და მიწვევდა", - რატომ უთხრა ალეგრიმ უარი რეალს?



"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ "რეალის" ჩაბარებაზე თქვა უარი.

"მოდით ასე ვიტყვი - "იუვენტუსს" "დიახ" ვუთხარი", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Football Italia.

"რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ "იუვენტუსის" პრეზიდენტ ანდრეა ანიელის პატივისცემის გამო, რომელსაც სიტყვა მივეცი, გუნდში ვრჩები".

"იუვენტუსში" დარჩენა და ჩემი სიტყვის შესრულება გადავწყვიტე, სხვა წინადადებები არ განვიხილე".

"მიუხედავად ამისა, პერესს მადლობა უნდა გადავუხადო იმის გამო, რომ ძალების "რეალში" მოსინჯვა შემომთავაზა", - დასძინა ალეგრიმ.

აქამდე, "რეალი" ხულენ ლოპეტეგიმ ჩაიბარა, რომელიც ესპანეთის ნაკრებიდან გაათავისუფლეს.

ასევე იხილეთ:

"როცა ესპანეთის მწვრთნელი ხარ, რეალთან კონტრაქტი არ უნდა გააფორმო", - რატომ გაუშვეს ლოპოტეგი?

ვინ გაწვრთნის ესპანეთს მსოფლიოზე? - პრეზიდენტის განცხადება

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 29 საათით ადრე, ესპანეთის ნაკრებმა მწვრთნელი გაუშვა

4 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ლოპოტეგი შეცვალოს


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები