ოფიციალურად: გრიზმანმა თავისი მომავალი საბოლოოდ დაადასტურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: გრიზმანმა თავისი მომავალი საბოლოოდ დაადასტურა


ოფიციალურად: გრიზმანმა თავისი მომავალი საბოლოოდ დაადასტურა

ახლახანს, ესპანურ ტელეარხზე ანტუან გრიზმანის შესახებ გადაცემა გავიდა, სადაც მისი ინტერვიუ იყო ჩაწერილი.

ფრანგმა ფეხბურთელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის "ატლეტიკოში" რჩება.

27 წლის შემტევი ამბობდა, რომ ის თავის მომავალს ფარდას მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი შეხვედრის ჩატარებამდე ახდიდა და ეს ასეც მოხდა.

გრიზმანის გამოსყიდვის ღირებულება 100 მილიონი ევრო იყო და "ბარსელონა" ამ თანხის გადასახდელად მზად იყო. როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელმა არ მოისურვა გუნდის დატოვება.

"ატლეტიკო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდი განავითაროს. მინდა ვუთხრა პუბლიკას, რომ აქ ვრჩები. ჩემი ფანები, ჩემი გუნდი, ჩემი სახლი", - თქვა გრიზმანმა.

ასევე იხილეთ:

მუნდიალზე მსაჯები თამაშგარე მდგომარეობას არ დააფიქსირებენ

რამდენი მილიონი დაზოგა რეალმა ლოპეტეგის გათავისუფლებით?

რონალდო: "რონალდუ უნიკალური ფეხბურთელია, თუმცა მესი..."


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები