პერესი: "1 მიზეზი არ არის, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო ლოპეტეგი ნაკრებში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პერესი: "1 მიზეზი არ არის, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო ლოპეტეგი ნაკრებში"


პერესი:

დღეს, მადრიდის "რეალმა" მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი წარადგინა.

51 წლის სპეციალისტი ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ დაითხოვა. მან "რეალთან" დადო შეთანხმება, რაც ფედერაციაში არ მოიწონეს და უმალვე გაათავისუფლეს.

ამ ფაქტზე, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ისაუბრა.

"ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს წარდგენა 1 თვის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების დროს შემდგარიყო, რა დროსაც ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატის თასი ექნებოდა, თუმცა გარემოებებმა ეს პროცესი დღეს მოიტანა.

ერთი მიზეზიც არ არის იმის, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებში, მუნდიალის დასრულებამდე.

"რეალმა" კონტრაქტის დეტალებს პატივი სცა და მუნდიალის შემდეგ მზად ვიყავით გამოსყიდვის ღირებულებაც გადაგვეხადა", - განაცხადა ფლორენტინო პერესმა.

ასევე იხილეთ:

მუნდიალზე მსაჯები თამაშგარე მდგომარეობას არ დააფიქსირებენ

რამდენი მილიონი დაზოგა რეალმა ლოპეტეგის გათავისუფლებით?

რონალდო: "რონალდუ უნიკალური ფეხბურთელია, თუმცა მესი..."


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები