Goal.Ge

მოურინიომ რა ჰქმნა?



ადამიანი, რომელიც  საყოველთაოდ იქცევს ყურადღებას თავისი მაღალი კვალიფიკაციით და ხასიათით, რომლის მსგავსიც ალბათ საფეხბურთო სამყაროში ჯერ არავის ჰქონია, ეს უთუოდ ჟოზე მოურინიოა. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომლის ხსენებაც რინუს მიხელსის, ტელე სანტანას, მარიო ზაგალოს და ალექს ფერგიუსონის და სხვა გამოჩენილი მწვრთნელების გვერდით უკვე აუცილებელია. მე არ ვაპირებ მის შესახებ იმ ინფორმაციის გაცემას მკითხველის მიმართ რაც ისედაც ცხადია ყველასთვის და ისეთ რაღაცეებზე გავამახვილებ ყურადღებას რაც უბრალოდ აღნიშნვის გარეშე შეუძლებლად მიმაჩნია დამრჩეს. პირდაპირ გკითხავთ, ვინ არის ჟოზე მოურინიო და რა გააკეთა მან ფეხბურთის ისტორიაში ადგილის ასე მყარად დასამკვიდრებლად? პასუხის გაცემის საშუალება კომენტარებში გექნებათ, მე კი ახლავე შევეცდები ჩემებურად გავცე ჩემსავე დასმულ შეკითხვაზე პასუხი. მან მოიგო ლიგა პორტუსთან და ინტერთან ერთად, ასევე ყველა იმ ქვეყნის ჩემპიონატში მიაღწია გამარჯვებას სადაც კი გაუწვრთნია გუნდი, პორტუგალიაში, ინგლისში,იტალიასა და ესპანეთში, რაც გასაოცარი შედეგია უდავოდ. მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის სახელსაც ამაყად ატარებს, ბევრისთვის მისაბაძი ადამიანია, სიტყვის თავისუფლების ნამდვილი ეტალონი, ამბობს იმას რაც უნდა და სადაც უნდა, მასზეა ნათქვამი ენას ძვალი არ აქვსო და ისიც შესაბამისად როცა ამის საჭიროებას ხედავს სხვადასხვა ეპითეტების ამკობს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მსაჯებს. საქართველოში ცნობილ პოლიტიკოსს, შალვა ნათელაშვილსაც კი შეშურდებოდა მისი გამონათქვამების. მინდა მის კარიერას საერთოდ გვერდი ავუარო სხვადასხვა კლუბებში და კონცენტრაცია მხოლოდ მადრიდის რეალზე მოვახდინო. 2009 წელს ფლორენტინო პერესის ხელმეორედ გაპრეზიდენტებამ სამეფო კლუბი კვლავ დააკომპლექტა მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა და გალაქტიკო 2 წარუდგა სრულიად მსოფლიოს, რომელსაც მანუელ პელეგრინიმ მხოლოდ 1 სეზონი უხელმძღვანელა და შემდეგი სეზონიდან მისი გაწვრთნა 2010 წლის ტრიუმფატორს ევროპის მასშტაბით, ჟოზე მოურინიოს გადაულოცა. მოურინიომ ვარსკვლავური ტრანსფერებისაგან თავი შეიკავა და მესუთ იოზილის, ანხელ დი მარიასა და სამი კედირას ყიდვით შემოიფარგლა, რომლებიც დღეს მადრიდის რეალის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ, განსაკუთრებით გაგერმანებული თურქი, მესუთ იოზილია აღსანიშნავი, რადგან კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად სწორედ ის ითვლება მადრიდის რეალის შეტევების მთავარ შემოქმედად. როცა მოუ ჩაუდგა რეალს სათავეში გუნდი ვარდიოლას ბარსელონას ჩრდილში იმდენა იყო მოქცეული, რომ ფეხბურთელებს საკუთარი ლანდიც კი აშინებდათ, ისინი სტადიონზე გასვლამდე გრძნობდენ დამარცხების გემოს და გამარჯვების იმედიც არ ჰქონდათ, რაზეც მოწმობს მათი არასამეფო გუნდის თამაშის სტილის წარმჩენა თუნდაც საკუთარ კედლებში, სადაც მათი მთავარი საზრუნავი საკუთარი კარის მშრალად შენახვა გახლდათ და შეტევის განვითარებისთვის მინიმალურს აკეთებდნენ, ეს ყველაფერი ბერნაბეუზე 2:6 წაგებამ განაპირობა და სისტემატიურმა მარცხმა უპირველესი მეტოქის წინააღმდეგ. ელ კლასიკოს გამარჯვებული თამაშის დაწყებამდე გარკვეული ჩანდა და ჟოზე მოურინიოს წილად ხვდა ამ მადრიდული ჯოჯოხეთიდან ფეხბურთელების განთავისუფლება და იმედის ჩანერგვა ყოველი თეთრმაისურიანელისათვის, რომ ისინი მადრიდის რეალის ფეხბურთელები არიან და მათთვის არაფერია სეუძლებელი, შედეგი საწყის ეტაპზე სავალალო გახლდათ 5:0 ნოუ კამპზე, თუმცა ამის შემდეგ კატალონიის ბატონობამ მადრიდზე რეგრესი განიცადა და დღეს მშვიდად განისვენებს ნოუ კამპზე, რომელსაც რეალი მერამდენე თამაშია წაუგებლად ტოვებს და მეტიც, გამარჯვებულიც გვევლინება გადამწყვეტ მატჩებში, როგორც ეს ლა ლიგის შარშანდელ სეზონში რონალდუს 73-ე წუთზე გატანილმა გოლმა განაპირობა, რომელმაც რეალს ესპანეთის ჩემპიონობა მოუტანა და 3 დღის წინ ესპანეთის თასის 1/2 ფინალში ასევე რონალდუს დუბლმა და ვარანეს ბრწყინვალე თავურმა დარტმამ. მოურინიოზე რაც არ უნდა ითქვას მას მხოლოდ იმიტომ უნდა სცეს მადრიდულმა ინჩასამ პატივი, რომ ელ კლასიკომ ხიბლი დაიბრუნა და არავინ არის დარწმუნებული რომელიმე გუნდის გამარჯვებაში 100%-ით. პორტუგალიელს იმიტომ უნდა აფასებდეს რეალის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი, რომ ესპანეთის თასის ფინალში ბარსელონას 1:0 მოუგო და შემდეგ წელს უკვე ესპანეთის ჩემპიონობაც ჩამოართვა ბოლო წლების უცვლელ ჩემპიონს. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის დაძლევა მისი დარი მწვრთელისთვის და მადრიდის რეალისთვის არც ისე დიდი წარმატებაა, მაგრამ თუ ტრადიციად ქცეულ ამ უსიამოვნო გარემოებას მადრიდის რეალისთვის პირველივე სეზონში დაძლევ და 1/2 ფინალში ზედიზედ 2-ჯერ გაიყვან გუნდს ვფიქრობ მის შესახებ არც ისე ცუდი ინფორმაციის მომცველია. ყველაზე მეტი ქულა ერთ სეზონში ლა ლიგის ეგიდით ცატარებულ მატჩებში, ყველაზე მეტი გოლი და რაც მთავარია პირველობა ბარსელონასთან წიდილში ეს არის ჟოზეს 2012 წლის მონაგარი, მაგრამ 2012 წლის დასკვნითი ეტაპი ვეჭვობ მისი მადრიდული კარიერის დასასრულის საწყისია, ჯერ სერხიო რამოსთან კამათი და სიტისთან მატჩში მისი არ დაყენება ძირითადში, მერე იკერ კასილიასთან არსებული უთანხმოება და ანტონიო ადანის ჩაყენება რეალის კარეში, როცა მას მსოფლიოს საუკეთესო მეკარე და უბრალოდ რეალის სიმბოლოდ ქცეული იკერ კასილიასი იცავდა და რასაკვირველია წარუმატებელი გამოსვლა შიდა ჩემპიონატში და 16 ქულიანი სხვაობა ლიდერთან, რომელსაც რასაკვირველია კატალონიის ბარსელონა წარმოადგენს. ამის შემდეგ ბევრი სხვადასხვა საფეხბურთო გამოცემა, ესპანური მარკას მეთაურობით მას ევროპის უამრავ გუნდს უკავშირებენ და იმასაც ამბობენ უკვე შეთანხმდნენ რეალის პრეზიდენტი და მოურინიო, რომ სეზონის ბოლოს 10 მილიონი კომპენსაციის მიღების შემდეგ ის დატოვებს მადრიდულ გრანდს. თუმცა 2013 წელს ყველაფერი სხვაგვარადაა, რეალის პროგრესი აშკარაა! გუნდმა საკუთარ მოედანზე 1:1 შემდეგ შემოატრიალა მატჩი ესპანეთის თასის 1/2 ფინალში ბარსელონასთან და ნოუ კამპზე 1:3 დაამარცხა მოწინააღმდეგე. ასევე შესანიშნავად იასპარეზა მანჩესტერ იუნაიტედთან საკუთარ კედლებში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში, თუმცა სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია, მაგრამ ოლდ ტრაფორდს უიმედო მდგომარეობით ნამდვილად არ ეწვევა. 2 მარტს ისევ სანტიაგო ბერნაბეუზე ფაქტიურად უმოტივაციო მდგომარეოაში მყოფი უმასპინძლებს ბარსელონას და 3 დღეში ინგლისის უმთავრეს გუნდს შეუტევს კრიშტიანუ რონალდუს მეთაურობით და სწორედ იქ გაირკვევა მისი კარიერის მადრიდული ვარიანტი ისტორიის კუთვნილება გახდება თუ არა, იქნებ უკვე ისტორიად ქცეული მომავალ წელსაც ვიხილოთ მადრიდის უმთავრესი გუნდის სათავეში, მაგრამ ამისთვის მან მესამე პირადი ლიგის ტიტული და მადრიდის რეალისთვის 10-ე უნდა მოიგოს, ამის შესაძლებლობა მას ყველაზე მეტად აქვს, რადგან მის გუნდს მსოფლიო დონის ვარსკვალები იცავენ, თუმცა წინ ფერგიუსონის ბიჭები და გადაჭედილი ოლდ ტრაფორდია ინგლისელი გულშემატკივრებით!მას ოლდ ტრაფორდზე გამარჯვების შემდეგ ყველა კითხვა მის მიმართ ვფიქრობ მოიხსნება და კვლავ ისევ შეიყვარებენ მის სახელს, როგორც მანამდე იყო, სანამ იკერ კასილიასი სათადარიგოთა სკამზე გაამწესა და ბერნაბუეზე ხალხი მის სახელს სასიამოვნოდ ნამდვილად არ სკანირებდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

მცველი აზარი - რამდენჯერ აართვა ბელგიელმა ბურთი მეტოქეს განვლილ შეხვედრაში?

„სევილიასთან“ განვლილ შეხვედრაში, მადრიდის „რეალის“ შემტევმა თავი სხვა მხრიდან წარმოაჩინა.

დღეს, 14:46

ქომაგებისგან თავის დასაცავად პოგბამ 18 ათას ფუნტად ძაღლი შეიძინა [ფოტო]

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ქომაგებისგან თავის დასაცავად ძაღლი შეიძინა.

დღეს, 14:40

სოლსკიაერი იუნაიტედის ორი ფეხბურთელით არის უკმაყოფილო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი, გუნდის შემტევების ქმედებებით უკმაყოფილოა.

დღეს, 14:35

ბალოტელი: "რონალდუს წინააღმდეგ თამაში? ჩემთვის სულერთია"

„ბრეშიას“ იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ აღნიშნა, რომ სერია ა-ს მეხუთე ტურში „იუვენტუსთან“ დაპირისპირება განსაკუთრებულ ემოციებს არ გვრის.

დღეს, 14:31

გრანადასთან მატჩის შემდეგ, მესიმ თანაგუნდელები გაკიცხა

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, „გრანადასთან“ მატჩში თანაგუნდელების მოქმედებით საშინლად უკმაყოფილო იყო.

დღეს, 14:27

ვერტონგენი: "VAR-მა ფეხბურთი სრულიად სხვა თამაშად აქცია"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველმა, იან ვერტონგენმა, „ლესტერთან“ წაგებაზე (1:2) ისაუბრა.

დღეს, 13:32

მსოფლიო თასების ეგიდით: საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორია პირველი დონის გუნდებთან

საქართველოს ნაკრები დღეს რიგით მეხუთე მსოფლიო თასზე დაიწყებს ასპარეზობას და ტოიოტაში უელსის ნაკრებს შეერკინება.

დღეს, 13:27

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი უზბეკეთშიც კი არ გააჩერეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ექტორ რაულ კუპერი, უზბეკეთის ნაკრებიდან გაუშვეს.

დღეს, 13:26

"ყოველკვირა ერთიდაიგივე ნეხვია", - როისმა ჟურნალისტს უხეშად უპასუხა

დორტმუნდის „ბორუსიას“ კაპიტანმა, მარკო როისმა, ჟურნალისტს მკაცრად უპასუხა, რომელმაც გუნდის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ჰკითხა.

დღეს, 11:50

ჟოზე: "ახლა მანჩესტერი იმაზე საშინელია, ვიდრე ჩემ დროს იყო"

პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ არსებულ სიტუაციაზე ილაპარაკა.

დღეს, 11:47

რიბერი სერია ა-ს ისტორიაში შევიდა

„ფიორენტინას“ ნახევარმცველმა, ფრენკ რიბერიმ, იტალიის სერია ა-ს ახალი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 11:43

რომელ ადგილზეა ბარსელონა ლა ლიგის მეხუთე ტურის შემდეგ?

კატალონიის „ბარსელონასთვის“ მიმდინარე პრიმერა დივიზიონი არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს.

დღეს, 11:33

ზიდანმა სევილიასთან მატჩი შეაფასა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სევილიასთან" მატჩი შეაფასა:

დღეს, 09:20

იკარდიმ ინტერს წაკბინა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ მილანის "ინტერს" წაკბინა:

დღეს, 09:12

UFC-ის პრეზიდენტმა ხაბიბის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა

UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა:

დღეს, 09:04

ლამპარდის კიდევ ერთი ანტი-რეკორდი - პირველად 1988 წლის შემდეგ

"ლივერპულთან" წაგების შემდეგ, ფრენკ ლამპარდმა კიდევ ერთი ანტი-რეკორდი მიითვალა.

დღეს, 08:50

რეალის შთამბეჭდავი შედეგი სევილიასთან მატჩში - პირველად 2016 წლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" გასვლაზე "სევილია" დაამარცხა.

დღეს, 08:39

იკარდიმ მესიზე ისაუბრა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 08:27

კოვინგტონი: "დათვები? ხაბიბი უარესს ცხვრებთან აკეთებს"

UFC-ის მებრძოლმა კოლბი კოვინგტონმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მისამართით მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:14

მოურინიო: "ჩელსისა და მანჩესტერის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება"

ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:01

საქართველოს ჩემპიონატში ვითარება დაიძაბა - ვინ გახდება ჩემპიონი?

ერვნული ლიგის სეზონის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი და ცხრილში სიტუაცია ძალიან დაძაბულია.

დღეს, 02:02

გიორგი მაკარიძის ბრწყინვალე სტატისტიკა პორტუგალიაში

პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "სეტუბალმა" "პორთიმონენსეს" უმასპინძლა და 0:0 ითამაშა.

დღეს, 01:56

რაული რეალის ფეხბურთელზე: "ის ჩვენთან არაა, რადგან პირველი გუნდის მოთამაშეა"

მადრიდის "რეალის" მეორე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რაულმა სამეფო კლუბის ფეხბურთელი შეაქო.

დღეს, 01:52

რატომ დაესწრო ერიკ აბიდალი ნაპოლის მატჩს?

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ნაპოლი" "ლეჩეს" დაუპირისპირდა და 1:4 დაამარცხა.

დღეს, 01:48

კლოპმა ჩელსისთან მოგებული მატჩი შეაფასა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ლივერპული" "ჩელსის" ესტუმრა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 01:44

ლამპარდი: "ჩელსი ლივერპულზე უკეთესი იყო"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა "ლივერპულთან" წაგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 01:41

ჩელსიმ ანტი-რეკორდი დაამყარა - პირველად 1978 წლის შემდეგ

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში "ჩელსი" შინ "ლივერპულთან" დამარცხდა.

დღეს, 01:36

ბენზემას საუკეთესო შედეგი 2019 წელს

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "სევილიას" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

დღეს, 01:33

10-კაციანი არსენალის რეკორდული მატჩი

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა და 3:2 იმარჯვა.

დღეს, 01:31

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10