გურამ კაშია ვიტესს ემოციურად დაემშვიდობა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გურამ კაშია ვიტესს ემოციურად დაემშვიდობა


გურამ კაშია ვიტესს ემოციურად დაემშვიდობა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გურამ კაშიამ არნემის "ვიტესი" დატოვა და სათამაშოდ "სან ხოსეში" გადავიდა.

ამერიკაში გადასვლის შემდეგ, კაშიამ ყოფილ გუნდს მიმართა და ემოციურად დაემშვიდობა.

"ვიტესიდან წავედი, თუმცა ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება და აქ გატარებული დრო ყოველთვის მემახსოვრება.

ჩემი ახალ კლუბში გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ვიტესს დავივიწყებ. იმედია, ქომაგები გამიგებენ და მიხვდებიან, თუ რატომ ვარჩიე ვიტესიდან წასვლა.

8 წელი თქვენს სითბოსა და თანადგომას ვგრძნობდი, რითიც ძალიან მადლიერი ვარ!", - აცხადებს კაშია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები